ტესტები, რომლებიც ლოგიკურ მსჯელობას, დაკვირვებასა და სისხარტეს მოითხოვს, ადამიანებისათვის საკუთარი მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობების შესამოწმებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე ფსიქოლოგები, ტესტის ავტორები ძალიან ხშირად საუბრობენ, ამიტომაც მსგავსი აქტივობები სოციალურ ქსელებში ყოველთვის პოპულარულია. დღეს 4 სხვადასხვა ფოტოს გაჩვენებთ. თქვენი მიზანია, თითოეულ მათგანზე განსხვავებები იპოვოთ.
ფოტო 1: იპოვეთ განსხვავება მოცემულ ფოტოებზე. აქვე, ჯობს ყურადღება ნაკლებად თვალსაჩინო ნივთებს დაუთმოთ, რომლებიც, თითქოს, ერთი შეხედვით უმნიშვნელოა.
ფოტო 2: იპოვეთ განსხვავება მოცემულ ფოტოებზე. აქ განსხვავება ისედაც თვალსაჩინოა, ამიტომაც, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ.
ფოტო 3: იპოვეთ განსხვავება მოცემულ ფოტოებზე. ყურადღება ბურგერს მიაქციეთ.
ფოტო 4: იპოვეთ განსხვავება მოცემულ ფოტოებზე. პასუხი თვალსაჩინოა და მაინცდამაინც ძალიან წვრილმან საგნებზე ნუ კონცენტრირდებით.
ფოტო 1 - მარცხენა მხარეს, მამაკაცს, ყავისფერ მაისურში, სამკერდე ნიშანი არ აქვს. ასევე, მეორე ფოტოზე, მარჯვნივ მდგომ მამაკაცს სამკერდე ნიშანი ამობრუნებული აქვს.
ფოტო 2 - მოცემულ ფოტოზე, მეორე შემთხვევაში იატაკთან თაგვის სოროა.
ფოტო 3 - მოცემულ ფოტოზე ყველის ნაჭრების რაოდენობაა განსხვავებული. ერთ ფოტოზე 3-ია, მეორეზე კი - 4.
ფოტო 4 - ფოტოებზე ავტობუსის ნომერია განსხვავებული. ერთ შემთხვევაში 12-ია, მეორე ფოტოზე კი 20. ამავე ფოტოებზე საათები განსხვავებულ დროს აჩვენებს და ლამპიონებსაც სხვადასხვა დიზაინი აქვთ.
გაითვალისწინეთ, თუ აღნიშნულ თავსატეხებს 1-2 წუთში ამოხსნით, ეს იმას ნიშნავს, რომ სხარტი აზროვნება და კარგი მხედველობა გაქვთ.