აქ ჩანს, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას - ეს არის რეკომენდაციები, როგორ უნდა ეძინოს სინამდვილეში ბავშვს - მშობლები

აქ ჩანს, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას - ეს არის რეკომენდაციები, როგორ უნდა ეძინოს სინამდვილეში ბავშვს

2023-01-24 15:02:01+04:00

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას.

ძლივს გადაურჩა დახრჩობას - მშობლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც გადასაფარებელში გახლართული ჩვილი გადარჩენისთვის იბრძვის

ეს საკმაოდ სერიოზული საფრთხეა ჩვილისთვის, რომელზეც ბევრი მშობელი არ დაფიქრებულა. თემას გამოეხმაურა ექიმი არჩილ მარშანია:

"ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას, გვსურს გაგაცნოთ ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაცია იმაზე, თუ როგორ უნდა ეძინოს ბავშვს:

  • ბავშვი უნდა იწვეს ცალკე, საკუთარ საწოლში;
  • მატრასი, რომელზეც წევს ბავშვი, უნდა იყოს მყარი და თეთრეული მასზე მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული;
  • ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე, ბალიშის, საბნის და სათამაშოების გარეშე;
  • ბავშვის საწოლის მოაჯირებს ნაჭრის/ღრუბლის დამცავი ფენა არ უნდა ჰქონდეს გარშემოტყმული.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი არის იმ ასაკის, რომ თავად მარტივად შეუძლია გადაბრუნება და გადმობრუნება, ამ შემთხვევაში, ძილის დროს უნებურად მუცელზე გადაბრუნებისას არ ვერევით ძილის პოზიციაში.

სრულყოფილად უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის იქმნება მაშინ, როცა მისმა გარშემო მყოფებმა, მშობლებმა, ოჯახის წევრებმა თუ ძიძამ, ზრუნვასთან ერთად, იციან პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც. პირველადი სამედიცინო დახმარება უნდა იცოდეს ყველამ, ეს უნდა იყოს ცხოვრების, კულტურის ნაწილი და 2 წელიწადში ერთხელ, ყველა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი უნდა გადიოდეს ტრენინგს".