ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას.
ეს საკმაოდ სერიოზული საფრთხეა ჩვილისთვის, რომელზეც ბევრი მშობელი არ დაფიქრებულა. თემას გამოეხმაურა ექიმი არჩილ მარშანია:
"ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას, გვსურს გაგაცნოთ ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაცია იმაზე, თუ როგორ უნდა ეძინოს ბავშვს:
აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი არის იმ ასაკის, რომ თავად მარტივად შეუძლია გადაბრუნება და გადმობრუნება, ამ შემთხვევაში, ძილის დროს უნებურად მუცელზე გადაბრუნებისას არ ვერევით ძილის პოზიციაში.
სრულყოფილად უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის იქმნება მაშინ, როცა მისმა გარშემო მყოფებმა, მშობლებმა, ოჯახის წევრებმა თუ ძიძამ, ზრუნვასთან ერთად, იციან პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც. პირველადი სამედიცინო დახმარება უნდა იცოდეს ყველამ, ეს უნდა იყოს ცხოვრების, კულტურის ნაწილი და 2 წელიწადში ერთხელ, ყველა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი უნდა გადიოდეს ტრენინგს".