იცოდით, რომ ცივი საკვები ყელის ტკივილს აყუჩებს? ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია. ცივი პროდუქტების გონივრული მიღება აკაჟებს ცხვირისა და ყელის შინაგანი სტრუქტურებს და ერთგვარი პროფილაქტიკაა ნუშურა ჯირკვლების ანთების.
გვახსოვს, რომ ჩვენი მშობლების თაობა ყოველთვის ფრთხილობდა ბავშვისთვის ნაყინის ან ცივი წყლის შეთავაზებისას. დღევანდელი ექიმები კი მიესალმებიან ასეთ "ცივ ნარკოზს". ნაყინში შემავალი ყინულის კრისტალები აცივებენ ნუშისებრ ჯირკვლებს და ამით ავიწროებენ მის სისხლძარღვებს. ანთებულ ადგილებში სისხლის მიმოქცევა ნელდება, რის შედეგადაც მცირდება შეშუპება და ტკივილი. მაგრამ გავრცელებულ რეკომენდაციას, გლანდების ამოკვეთის შემდეგ ნაყინის ჭამის თაობაზე, ექიმები საკამათოდ მიიჩნევენ. გაციება ტკივილს აყუჩებს ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ ეს არის მისი დადებითი მხარე. ხოლო შაქარი და ცილები, რომლებიც ტკბილი პროდუქტის ნაწილია, ზრდის ნახველის გამომუშავებას. ბავშვი იწყებს ხველას, რამაც შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ეს ნუგბარი პირის ღრუში მავნე ბაქტერიების - სტრეპტოკოკების გამრავლებისთვის ყველა პირობას ქმნის, რაც განსაკუთრებით საშიშია პოსტოპერაციულ პერიოდში.
იმ ბავშვების მშობლები, ვისაც ყელი ხშირად უცივდება და ანგინით ურთულდება, ცივი სასმელებისა და ნაყინის წინააღმდეგნი არიან. რამდენად გამართლებულია ეს შიში? არის პირდაპირი კავშირი ცივი პროდუქტების გამოყენებასა და დაავადების დაწყებას შორის? გასულ საუკუნეში ნაყინი რეკომენდირებული იყო გლანდების ამოკვეთის შემდეგ: გამოიყენებოდა ნერვული რეცეპტორების გამაგრილებლად და ოპერაციის შემდეგ ტკივილის შესამცირებლად. ასევე მისგან გამოწვეულმა დადებითმა ემოციებმა შესაძლებელი გახადა მანიპულაციების შემდეგ სტრესის შემცირება, რადგან ნაყინი, როგორც წესი, აკრძალული ხილი იყო ყელის პრობლემის მქონე ბავშვისთვის.
საქმე ისაა, რომ ნაყინის მიღებისას სიცივის ეფექტი ხანმოკლეა და ჯანმრთელი ბავშვის ყელსა და ჯირკვლებზე საერთოდ არ მოქმედებს ნეგატიურად. ნაყინი უფრო საფრთხილოა მასში შემავალი დიდი რაოდენობით სწრაფი ნახშირწყლების გამო.
შესაძლებელია თუ არა ნაყინის ხშირი გამოყენებით ნაზოფარინქსის გაკაჟება? დიახ, ამ შემთხვევაში იქმნება ლიმფოიდური რგოლის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ფარინქსის უფრო მაღალი წინააღმდეგობა ჰიპოთერმიის მიმართ. იგივე ეხება ცივი სასმელების დალევას.
ნაყინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის დამცავი უჯრედების შესაქმნელად. გამოიყენება ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური ბარიერები გარკვეული საკვების მიღებამდე: ნაყინი ამ ბარიერის გადასალახად კარგი საშუალებაა!
ნაყინი ირიბად, მაგრამ ასევე ხელს უწყობს გაციების, მათ შორის ტონზილიტის პროფილაქტიკას. თუმცა, ამ თემაზე არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები და ექიმი ვერ გამოგიწერთ ნაყინს, მაგრამ გონივრული დამოკიდებულებით, თუ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, შეიტანეთ ნაყინი და ცივი წყალი მის მენიუში - ეს ყელში მიმდინარე ანთებების პრევენცია იქნება.