მომღერალი მამუკა ჩარკვიანი გადაცემაში "ნოესთან" ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე, ცხოვრების მთავარ გამოწვევებსა და ოჯახის შესახებ საუბრობს:
- ბევრი მანკიერი მხარე იყო. დიდი ხნის მანძილზე ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი. იმ ზომამდე ვიყავი, რომ მკეტავდნენ. ამის თქმის არ მრცხვენია იმიტომ, რომ ეს სათქმელია და ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ ღვინო კარგი არ არის. კიდევ ცოტათი ნარკოტიკებზეც ვიყავი დამოკიდებული. ესეც რომ გადავაგდე და გამოვძვერი, წერა დავიწყე. მაშინ სასმელი კიდევ მქონდა, ვერაფრით ვერ გადავურჩი. სასმელთან ერთად საათობრივი კვება მქონდა. ამაში მამაჩემს პატივი ვერ ვეცი, გავამწარე... ახლა ძალიან ვნანობ. ჯანსუღი ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა. მამას დღეს რომ ესმოდეს, ვეტყოდი, რომ კარგი კაცი გავხდი და აღარ ვსვამ. გარდამტეხი მომენტი ცოლი გახდა. ის სახლიდან წავიდა და ისე მეწყინა, რომ მესამე სართულიდან გადმოვხტი. ორივე ფეხის მოტეხილობა მქონდა და ჩემმა ცოლმა ეს ამბავი რომ გაიგო, დაბრუნდა. დღეს ყველაზე მეტად შვილიშვილებს ვესიყვარულები. ოთხი შვილიშვილი მყავს. კარგი ბაბუა ვერ ვარ, ვერ დავდივარ და უმცროსი ბავშვი თუ არ ამოიყვანეს, ისე ბაბუს ვინ მეტყვის? ჩემი შვილი, ირინოლა ოჯახის ორთქლმავალია. თუ შემიძლია, მეც ვეხმარები. ჯანსუღი თავის თაობაში გამორჩეული ბიჭია. თავისთვის წერს და არ აქვეყნებს. ჩემი ცოლი ეზოში გავიცანი, ირმა ჩემი მეზობელია, ერთად 35 წელი გავატარეთ და ახლაც ისევ ისე მიყვარს, როგორც 35 წლის წინ.