მას მერე, რაც ჯეილ ლო და ბენ აფლეკიც მრავალწლიანი განშორების შემდეგ კვლავ ერთმანეთს დაუბრუნდნენ და შეუღლდნენ, რასაკვირველია, ხშირად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე. და ყველა მორიგი გამოჩენა ხდება განხილვის მიზეზი - თუ როგორ ეფექტურად გამოიყურება ჯენიფერ ლოპესი და... როგორი მოწყენილია ბენ აფლეკი.
ბოლოს "გრემის" დაჯილდოებაზე გამოჩნდნენ და ბენი იმდენად ნაღვლიანი სახით იჯდა, მისი ფოტოები ვირუსულად გავრცელდა და წარწერებსაც კი უკეთებდნენ: "თვალი ჩააპაჭუნე, თუ მძევლად ხარ და გიშველით", "ვინ გადაიღებს ბენს უფრო სასაცილოდ", "ბენ, ყველაფერი რიგზე გაქვს?", "გინახავთ ამაზე მოწყენილი სახე?"
ბოლო წლებში ბენი ძირითადად ასე გამოიყურება - ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანის სახით. ამბობენ, რომ ალკოჰოლდამოკიდებულებას დღემდე ებრძვის და ცხოვრებისეულ იმედგაცრუებებზეც ხშირად ფიქრობს. თაყვანისმცემლებს ეგონათ, ჯეი ლოსთან შეკავშირება უშველიდა, თუმცა ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.