გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლები ფსიქოლოგს მიმართავენ საქართველოს განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღება გამონაკლისის სახით შესაძლებელი იქნება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლები, რომელთა შვილებს ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ უსრულდებათ, ფსიქოლოგს მიმართავენ. ფსიქოლოგი ბავშვის განვითარებას, სასკოლო მზაობას ამოწმებს და გასცემს შესაბამის ცნობას, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის.
მშობლების ინფორმაციით, აღნიშნული ცნობითა და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლით, ისინი განათლების მინისტრის სახელზე განცხადებას წერენ და გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" განათლების სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, შესულია თუ არა მინისტრის სახელზე გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით განცხადებები, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწავლო წლის დაწყებისათვის ბავშვი ექვსი წლის უნდა იყოს და გამონაკლისი არ დაიშვება. ეს ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე.