ქცევები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ ბავშვს ნეიროფსიქოლოგი სჭირდება - მშობლები

ქცევები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ ბავშვს ნეიროფსიქოლოგი სჭირდება

2023-03-15 11:53:15+04:00

მშობლები ხშირად ადანაშაულებენ ბავშვს სიზარმაცესა და უყურადღებობაში. ამ დროს კი შეიძლება ბავშვი სულაც არ იყოს დამნაშავე, პირიქით - მას შინიშვნების მაგივრად თქვენი დახმარება სჭირდებოდეს..

მშობლები ხშირად ჩივიან ბავშვის დაბნეულობაზე, გულმავიწყობაზე და ამას უპასუხისმგებლობად და დაუდევრობად თვლიან. ან მეხსიერების პრობლემად მიიჩნევენ და ნევროლოგებთან ვიზიტებს იწყებენ. ამ დროს უმეტეს შემთხვევაში, ტვინს არ აქვს ანატომიური დაზიანება, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი გამოკვლევა, მაგალითად, ტომოგრაფია, არ აჩვენებს ცვლილებებს. თუმცა ასეთ შემთხვევებში ხშირად ვლინდება ფუნქციური უკმარისობა, ჩამოუყალიბებლობა, ტვინის გარკვეული სტრუქტურების სისუსტე. სწორედ ისინი განსაზღვრავენ დარღვევებს გონებრივი ფუნქციების ფორმირებაში და მხოლოდ ნეიროფსიქოლოგიურ გამოკვლევას შეუძლია ასეთი სისუსტეები გამოავლინოს.

სპეციალისტი ამ ყველაფერს ისე ამოწმებს, რომ ბავშვი ვერც ხვდება, რომ ეს სამედიცინო შემოწმებაა. თამაშები, საუბარი, სურათების განხილვა, წაკითხული ტექსტის მოყოლა, ათამდე დათვლა, ხატვა - სწორედ ეს აძლევს ნეიროფსიქოლოგს დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას, მათ შორის მეტყველების დარღვევაზე, ქცევაზე და ა.შ. თუმცა ნეიროფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ტესტები ბავშვისთვის ახალი უნდა იყოს და პირველად უნდა ასრულებდეს მათ.

ვის სჭირდება ნეიროფსიქოლოგი?

  • ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სწავლის სირთულეები. კერძოდ, ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან მოუსვენარი, რომელიც ვერასოდეს ახერხებს გაკვეთილზე ადეკვატურად მოქცევას ან ცუდად სწავლობს ელემენტარულ საკითხებსაც კი და ჩამორჩენილია კლასის საერთო დონეს.
  • მსუბუქი კოგნიტური პრობლემების მქონე ბავშვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის კოგნიტური დაქვეითების მსუბუქი ხარისხი, შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითება. ეს ზოგჯერ დისლექსიაში, ყურადღების დეფიციტის სინდრომში ან ქცევის დარღვევაში ერევათ. როგორც წესი, ეს პრობლემა მხოლოდ სკოლის დაბალ კლასებში გვხვდება და იშვიათად უფრო გვიანა.უმეტეს შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ პრობლემა რეალურად სწავლების ხარვეზებშია. მაგალითად, პირველ კლასში არ იყო მზად სკოლისთვის და ახლა, მე-3 კლასში, უცებ აღმოჩნდება, რომ შეკრებასა და გამოკლებას ერთმანეთში ვერ არჩევს, ან არ იცის ზოგიერთი ასოს წერა. სწავლაში ჩამორცენის მიზეზები ბევრია და თუ პრობლემა სწავლების ხარვეზებითაა განპირობებული, საკმარისია დაუბრუნდეთ პროგრამის გამოტოვებულ ნაწილს, აუხსნათ ის, რაც ბავშვს არ ესმის და დაუთმოთ საჭირო დრო ახალი უნარ-ჩვევის ათვისებას.
  • ლოგოპედიური პრობლემების მქონე ბავშვებს, ვისთანაც სტანდარტული ლოგოპედიური კურსი უშედეგოა. ამ დროს სპეციალისტს აქცენტები სხვა რამეზე გადააქვს, ჯერ სხვა მარტივი პროცესების კორექციას ახდენს და შემდეგ ამ ბაზაზე ჩნდება მეტყველებაზე მუშაობის შესაძლებლობა.
  • ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა თავისებურება ახასიათებთ: ზედმეტად ნელი, ზედმეტად ჩაძიებული რამეზე, ძალიან მშიშარა ან უყურადღებო, დაბნეული. როცა ბავშვს ეშინია სადმე დამოუკიდებლად წასვლა, ოთახში მარტო დარჩენა. არ უყვარს ხატვა, ვერ სწავლობს წერა-კითხვას, ერთმანეთში ურევს შეკრებას და გამოკლებას, ითვლის უჯრებს არასწორი მიმართულებით და ა.შ. ეს სივრცითი აზროვნების სისუსტეა. თუ ფსიქიკის ეს სუსტი რგოლები თავიდანვე გამოსწორდება, მოგვაინებით ბავშვს სწავლაში სირთულეები აღარ ემუქრება.

როგორ ვამეცადინოთ ბავშვი სახლში

  • ნუ გადატვირთავთ ბავშვს, ნუ გადაქანცავთ; უფრო მშვიდი და აქტიური აქტივობები ერთმანეთში ანაცვლეთ;
  • ოთახში, სადაც გაკვეთილები ტარდება, ბავშვი ადვილად უნდა ორიენტირდებოდეს. იცოდეს, სად რა დევს. უმჯობესია არ შეცვალოთ არაფერი ნაცნობ გარემოში, რათა არ გამოიწვიოს ზედმეტი სტრესი და დაბნეულობა;
  • შეადგინეთ ყოველდღიური რუტინა და ეს ბავშვისთვის გასაგები ფორმით გადაეცით. ზოგისთვის ეს იქნება დაფაზე დაწერილი განრიგი იყო, ზოგისთვის კი ნახატები.
ბავშვს ეზარება სწავლა, არ უყვარს კითხვა, უჭირს მათემატიკა - როცა სწავლის პრობლემების მიზეზი არც სიზარმაცეა და არც გონებრივი განვითარება