გააკეთეთ ტესტი და ბოლოში წაიკითხეთ პასუხები. ვნახოთ, რამდენ შეკითხვას უპასუხებთ უშეცდომოდ.
1. რომელი ცხოველია ზედმეტი?
- ზვიგენი
- ლომი
- მგელი
- ძროხა
- არწივი
2. ნიკას პაპის შვილი ცოტნეს მამაა. ვინ იქნებიან ერთმანეთისთვის ნიკა და ცოტნე?
- ბიძაშვილები
- ნიკა ცოტნეს ბიძაა
- ცოტნე ნიკას ბიძაა
- ნიკა ცოტნეს მამაა
3. ამ რიცხვებიდან ორის ჯამი 17-ია: 6, 13, 2, 12, 7, 4
4. ნამცხვარს თუ 4-ჯერ გაჭრი დიამეტრალურად, შეიძლება მიიღო 7 ნაჭერზე მეტი.
5. სიტყვებში auctioned, education და cautioned ერთი და იგივე ასოების ნაკრებია.
6. ასოებისგან - ლოპსი - შეიძლება შევადგინოთ:
- ქალაქის სახელწოდება
- ცხოველის სახელი
- დაავადების სახელი
- ქვეყნის სახელწოდება
7. თუ რიცხვს „ათას ას ოცდახუთს“ ჩავწერთ უკუღმა, გამოვა „ხუთი ათას ორას თერთმეტი“:
8.რომელ ქორწილს აღნიშნავენ 50-წლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად?
- ვერცხლის
- ბრილიანტის
- ოქროს
- მარგალიტის
9. 2019 რომ რომაული ციფრებით ჩავწეროთ, რა გამოვა?
10. ალექსანდრე მაკედონელმა მას უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა“. მან კი სთხოვა მეფეს, მზეს ნუ მიჩრდილავო. ვინ იყო ის?
- სოკრატე
- პლატონი
- დიოგენე
- არისტოტელე
პასუხები:
- ძროხის გარდა ყველა მტაცებელია
- ბიძაშვილები
- მართალია - 13+4=17
- მართალია - თუ 4 დიამეტრალურ ჭრას გააკეთებ, მიიღებ 8 ნაჭერს
- მართალია
- ცხოველის - ვღებულობთ სიტყვას „სპილო“
- მართალია - 1125 უკუღმა იქნება 5211
- ოქროსი - 50-წლიან თანაცხოვრებას ოქროს ქორწილი ეწოდება
- MMXIX - M = 1 000, XIX = 19
- ეს დიოგენე იყო. მეფე იმდენად გააოგნა ფილოსოფოსის სიამაყემ და დიდებულებამ, მაშინვე თქვა: „მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, ვისურვებდი დიოგენედ ყოფნას“.