მომღერალი ნინი წიკლაური ბოლო რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს. 2014 წელს ჯერ ერთი თვით ჩავიდა, მაგრამ ამერიკული ცხოვრებით მოხიბლული, საცხოვრებლად ისევ უკან დაბრუნდა და კარიერა ნულიდან დაიწყო. მალევე გათხოვდა. მისი რჩეული თემო ტუღუშია, რომელთან ერთადაც ორ ვაჟს ზრდის.
დღეს სწორედ საბას და ილიას შესანიშნავი ფოტოები გამოაქვეყნა:
"ეს არის ამერიკაში მოღვაწე ფოტოხელოვანის, კატოს საოცარი ნამუშევარი, რისთვისაც უკიდეგანო მადლობა მას. ჩემი უდიდებულესობა საბა და ილია..."