ეს ემოციური ვიდეო „საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ თანამშრომლების მიერ არის შექმნილი და მასში ნაამბობია სულის შემძვრელი ამბავი - ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლ ბავშვთა მძიმე ცხოვრებაზე და მათ შემოქმედებაზე. მუზეუმის ფონდში ინახება პრაღის სახელმწიფო ებრაული მუზეუმის მიერ გამოცემული ბარათები ქალაქ ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე ბავშვთა ნახატებითა და ლექსებით. სწორედ ამ მასალის გამოყენებით, მუზეუმმა მოამზადა აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სახელწოდებით: „...აღარასოდეს დამინახავს მე სხვა პეპელა...“ (ტერეზინის გეტოს ახალგაზრდა პატიმრის, პაველ ფრიდმანის ლექსიდან, 1942 წელი, დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში).