როგორ პოზაში ჯობია ბავშვის დაძინება - ზურგზე, მუცელზე თუ გვერდზე და რა პლუს-მინუსები აქვს თითოეულს - მშობლები

როგორ პოზაში ჯობია ბავშვის დაძინება - ზურგზე, მუცელზე თუ გვერდზე და რა პლუს-მინუსები აქვს თითოეულს

2023-03-22 12:11:41+04:00

სანამ ბავშვი თავისით ვერ ახერხებს გადაბრუნებას და ძილისთვის პოზის შეცვლას, ამაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ და ბავშვი სხვადასხვა მრხით დააწვინონ. შეგვიძლია ჩვილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს დავაწვინოთ, ასევე ზურგსა და მუცელზე.

თითოეულ ამ პოზიციას საკუთარი მახასიათებლები აქვს.

გვერდზე

მარჯვენა ან მარცხენა მხარეს პოზიცია უსაფრთხოა მაშინაც კი, თუ ბავშვი ხშირად და უხვად ამოაღებინებს. გვერდით გადაბრუნებული ბავშვი ვერ დაიხრჩობა. გარდა ამისა, ეს პოზიცია ხელს უწყობს გაზების გამოყოფას, რაც მნიშვნელოვანია კოლიკით დაავადებული ჩვილებისთვის. მაგრამ ბარძაყის დისპლაზიის მქონე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა, რათა სახსრებზე დატვირთვა არ გაიზარდოს. პერიოდულად, ბავშვი უნდა გადაატრიალოთ გვერდიდან გვერდზე ისე, მხოლოდ ერთ მხარეს არ ეძინოს მუდმივად. მაგალითად, დილით ბავშვი დააძინეთ მარჯვენა მხარეს, ხოლო საფენის გამოცვლის, კვების შემდეგ დააძინეთ მარცხენა მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია კისერმრუდობა განვითარდეს.

ზურგზე

ეს ბავშვისთვის ბუნებრივი პოზაა, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ბავშვს წამოქაფების დროს სასუნთ გზებში გადასცდეს საკვების მასები. ამის თავიდან ასაცილებლად, კვების შემდეგ, ბავშვი ცოტა ხნით ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭირეთ და დაელოდეთ ჰაერის ამოქარვებას. ზურგზე წოლა ძილისთვის არ არის შესაფერისი პოზა, თუ ბავშვს აქვს კუნთების ჰიპერტონუსი, სურდო, ქერქები ცხვირში, კოლიკა ან გაზები.

მუცელზე

მუცელზე ძილი სასარგებლო პოზაა, თუმცა ბავშვის ამ მდგომარეობაში დაძინება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ის ერთი თვის გახდება. ამ მდგომარეობაში კისრისა და ზურგის კუნთები გაძლიერებულია, აირები სწრაფად მოძრაობს, საჭმლის მომნელებელი ორგანოები ეფექტურად მუშაობენ. მაგრამ მუცელზე მძინარე ბავშვი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. ამასთან მუცელზე დაძინება შეგიძლიათ მხოლოდ გლუვი ზედაპირის მქონე სპეციალურ ორთოპედიულ ლეიბზე, რომელიც ჩვილებისთვის არის განკუთვნილი. საწოლში არ უნდა იყოს ბალიშები, პლედი და რბილი სათამაშოები, რომლებშიც შეიძლება შემთხვევით გაიხლართოს.

შეიცვლება თუ არა ბავშვის თავის ქალას ფორმა, თუ ის ყოველთვის ერთსა და იმავე პოზაში იძინებს?

დიახ, ასეთი რისკი არსებობს.

ზოგჯერ მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვის თავი ერთ მხარეს უფრო ბრტყელია, ვიდრე მეორე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთ პოზაში ხანგრძლივი წოლა. ამიტომ, სანამ ძვლები ჯერ კიდევ რბილია, ძილის დროს ბავშვის პოზიცია დროდადრო უნდა შეიცვალოს, რათა ასიმეტრია არ განვითარდეს.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ დაბადებიდან რამდენიმე კვირაში ბავშვისთვის ძილის ბუნებრივი პოზიცია აუცილებლად ჩამოყალიბდება. ის თავად ირჩევს მას. ამიტომ მძინარე ბავშვი მუდმივად არ უნდა ატრიალოთ. თუ ბავშვს მშვიდად სძინავს, თანაბრად სუნთქავს, არ შეეხოთ მას, განათავსეთ იგი სხვა პოზაში მხოლოდ გაღვიძების შემდეგ.

აქ ჩანს, თუ როგორ გადაურჩა ბავშვი საწოლში დახრჩობას - ეს არის რეკომენდაციები, როგორ უნდა ეძინოს სინამდვილეში ბავშვს
დედამ სულ მარტივი მეთოდი იპოვა, რითაც მის შვილს მთელი ღამე სძინავს და ტირილით აღარ იღვიძებს
ექიმი კომაროვსკი - რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით ტირილით?
რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით - ეს რჩევები ძილს გაგიხანგრძლივებთ