12 წლის გოგონა, რომელიც აინშტაინზე ჭკვიანია - მისი IQ ყველაზე მაღალია მსოფლიოში - მშობლები

12 წლის გოგონა, რომელიც აინშტაინზე ჭკვიანია - მისი IQ ყველაზე მაღალია მსოფლიოში

2023-03-24 11:03:04+04:00

12 წლის სკოლის მოსწავლეს ანვიტ პატილს ინტელექტის უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე სტივენ ჰოკინგსა და ალბერტ აინშტაინს. გოგონა 11 წლის იყო, როცა IQ ტესტი ჩააბარა, რათა ორგანიზაცია Mensa-ში გაწევრიანებულიყო(ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მაღალი IQ-ის მქონე ადამიანებს).

ანვიტმა 162 ქულა მოაგროვა, აინშტაინისა და ჰოკინგის შედეგები კი 160 იყო.

გოგონას დედა მათემატიკოსია დოქტორის ხარისხით, მამა ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის კონსულტანტი. მშობლებმა რამდენიმე წლის წინ შენიშნეს, რომ მათი პატარა ქალიშვილი ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს ხსნიდა. ანვიტეს მამა აღნიშნავს, რომ გოგონა ამოცანებს რამდენიმე გზით ხსნიდა.

ორგანიზა Mensa-ში გოგონამ ორი ტესტი ჩააბარა : პირველი - ლინგვისტური შესაძლებლობებისა და ანალიტიკური აზროვნების შესაფასებლად, მეორე - ვიზუალური და სივრცითი აღქმის შესაფასებლად. პირველში მან 162 ქულა დააგროვა, მეორეში - 140.

anvita-1679641878.jpeg

ყოველდღიურ ცხოვრებაში ანვიტა მხოლოდ მათემატიკით არ არის დაინტერესებული, ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს და კლასიკური ინდური ცეკვებით არის გატაცებული.„ანვიტას ძალიან უყვარს მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება იქნება ეს მეცნიერება, ინჟინერია თუ კომპიუტერი. ფიქრობს, როდესაც გაიზრდება, თავის უნარებსა და გამოცდილებას სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენებს ”- განუცხადა გოგონას მამამმ Mirror-ს.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი სხვებზე ნიჭიერია: ასეთ ბავშვებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. ადვილი არ არის მათი აღზრდა
ბავშვის ნიჭიერების 8 ნიშანი, რომელიც სკოლაში შესვლამდე ვლინდება და არ უნდა გამოგეპაროთ
ექსპერტი ნიჭიერი ბავშვისთვის დამახასიათებელ 8 ნიშანს ასახელებს, რომლებსაც შესაძლოა, ვერ ამჩნევდეთ
სპეციალისტები ასახელებენ ბავშვის 3 მნიშვნელოვან თვისებას, რაც მათ მომავალ წარმატებაში ეხმარებათ და სხვაობას გენიოსსა და ნიჭიერს შორის