იმ მამაკაცების გასაგონად, რომლებიც ოჯახის უღელის სიმძიმის გამო წუწუნებენ ბოლო დროს განქორწინებათა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდები უფრო და უფრო მარტივად და გაბედულად დგამენ ამ სამწუხარო ნაბიჯს, თუმცა ისეთი ოჯახიც ბევრია, რომელმაც დროსა და პრობლემებს გაუძლო. გთავაზობთ პოსტს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცმა ინტერნეტით იმ ქმრების გასაგონად გამოაქვეყნა, რომლებიც ოჯახის უღელის სიმძიმის გამო წუწუნებენ.
"ამ პატარა გზავნილით მინდა ჩემი პრინციპები გაგიზიაროთ, რომლებსაც აგერ უკვე 8 წელია ჩემი ქორწინება ემყარება.
1. ქალს ყურებით უყვარს
უბრალოდ უთხარი შენს ცოლს, რომ ამქვეყნად ყველაზე კარგი ქალია და რომ ძალიან გიყვარს. ქალი ისეა მოწყობილი, სულ აღარ ახსოვს, გასულ წელს რომ უკვე უთხარი ეს სიტყვები. დაიწყეთ ამ სიტყვების თქმა დღეში სამჯერ, ნახავთ, როგორ გამყარდება ურთიერთობა.
2. საჩუქრები და საჩუქრები - შეუზღუდავი რაოდენობით
გაუკეთეთ სიურპრიზები. ყველა სავაჭრო ცენტრშია ქალების მაღაზია - ლამაზი ბიჟუტერია არც ისე ძვირი ღირს. წელიწადში ერთხელ კი სერიოზული საჩუქარიც შეიძლება.
3. ჩახუტებები
მისთვის ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია და არა მარტო ის კონტაქტი, რაზეც ახლა შენ გაიფიქრე. უბრალოდ მოეხვიე და თავზე ხელი გადაუსვი, ხელები დაუკოცნე. ჩათვალე, რომ ერთი ასეთი ნაზი სცენა მინუს ერთი ისტერიკის ტოლია.
4. სიმშვიდე
ქალი ხშირად ცდის მამაკაცის სიმტკიცეს - "ნავს აქანავებს". მაგრამ თუ ორივემ დაიწყო "ნავის ქანაობა", წყალში გადაეშვებით და როგორ ფიქრობთ, ვის დაადანაშაულებენ ამაში? ამიტომ კაცებო, პროვოკაციას არ აჰყვეთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ესაა ვაჟკაცობა.
5. "და შენ რას ფიქრობ?"
ერთი სული აქვს, როდის მოგიყვებათ ყველაფერს და ანგარიშს ჩაგაბარებთ. ამ საქმეში ხარისხი აქვს დაცული, განსაკუთრებით მაღალი კვალიფიკაცია აქვს დაქალების პრობლემებსა და უსახლკარო ცხოველების დარგში. შენ კი შეგიძლია ისევ შენს "სუბარუზე" იფიქრო, ოღონდ რომ არ "დაიწვა", შიგადაშიგ ჰკითხე ხოლმე - "მართლა? და შენ რას ფიქრობ?"
6. დაქალები
ეგ ჩვენი ხსნაა, ეს ოთხხმიანი ჰარმონიაა. ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ მათთვის ერთმანეთი აუცილებელია. ნუ დაინანებთ კვირაში 20-30-ს ლარს, რომ კაფეში დაქალებთან ერთად შეიაროს. მიეცი მათთან კონტაქტის საშუალება და შენი ბედნიერებაც არ დააყოვნებს. თუ დაქალებიც გათხოვილი ჰყავს, აშენებულხარ და ეგაა.
7. ტაბუ
ყოფილებზე არც იფიქრო, არც ილაპარაკო.
8. მინიმუმ 1,5 საათი კვირაში
ამაში იგულისხმება რესტორანი, სეირნობა, კინოში წასვლა და ამგვარი ღონისძიებები.
9. ყველაზე რთული - 4 საათი კვირაში
ეს დრო საკუთარ თავს დაუთმე. ივარჯიშე, იკითხე - შენც უნდა განვითარდე.
10. ყველაზე მთავარი
კარგად უნდა გესმოდეს, რაში გჭირდება ეს ყველაფერი. მოსიყვარულე ოჯახის შენარჩუნება რთულია, თუმცა ნამდვილმა მამაკაცმა ამაში თავის წვლილი აუცილებლად უნდა შეიტანოს. ქალაჩუნა კაცი ამას ვერ შეძლებს. ოჯახის სიმტკიცე მხოლოდ ძლიერი ქალისა და ძლიერი ქმრის მხრებზე დგას.