რომ ჰკითხო, უმრავლესობა ვერც დაგიზუსტებთ, კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ის ქალები ხშირად ამბობენ, "როგორ მინდა გვერდით ნამდვილი მამაკაცი მყავდეს". თუმცა რომ ჰკითხო, უმრავლესობა ვერც დაგიზუსტებთ, კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ის. ყველა კაცი სუპერმენი ვერ იქნება, თუმცა ალბათ მაინც შესაძლებელია რამდენიმე თვისების ჩამოთვლა, რომლებიც ქალთა უმრავლესობის აზრით, იდეალურ მამაკაცს უნდა ახასიათებდეს.
- ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის იცის, რისკენ უნდა ისწრაფვოდეს. მას მკაფიო მიზანი აქვს და იცის, როგორ მიაღწიოს. იცის პრიორიტეტების სწორად განაწილება და უაზრო საქმიანობაზე დროს არ დახარჯავს. გაცნობიერებლი აქვს, რომ სჭირდება ფინანსური სტაბილურობა, ოჯახი და საყვარელი საქმე.
- ასეთი კაცი მართლაც ძალიან ძლიერია და არამარტო ფიზიკურად. მას ძლიერი სული აქვს. არასოდეს წუწუნებს, არც იმის აღიარებას გაურბის, რომ რაღაც შეეშალა. შეცდომის გამოსწორებას აუცილებლად ეცდება. სიტყვაძუნწია და თავშეკავებული.
- არასოდეს ივიწყებს ახლობლებსა და ნათესავებს. მისთვის ოჯახი მხოლოდ ცოლ-შვილი არ არის. არამედ მშობლები, და-ძმები და სხვა ნათესავებიც. ის მათთვისაც საიმედო საყრდენია.
- არასოდეს ჭორაობს, არ ტრაბახობს და ზედმეტს არ ლაპარაკობს. არაახლობელი ადამიანების ქცევას რასოდეს განსჯის და განიხილავს.
- დანაპირებს ყოველთვის ასრულებს. ზედმეტს არ ყბედობს. თუ შესრულებაში ეჭვი ეპარება, პირობას არც დადებს.
- ავტორიტეტი ყველა წრეში აქვს. ერთნაირად უყვართ ბავშვებსაც და აფასებენ სამსახურშიც. თუ შეფია, ამ სტატუსით ბოროტად არასოდეს სარგებლობს
- იშვიათად იღებს ვალს.
- თავსაც უვლის და მეუღლესაც ანებივრებს. ყოველთვის გალანტური კავალერია.
ასეთი მამაკაცის გვერდით გაცილებით ადვილია, იყო ჭეშმარიტი ქალი.