მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს მეუღლეს - მსახიობ მაიკო ვაწაძეს:
"დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა! ყველაზე ლამაზი ადამიანი მთელ დედამიწაზე! ადამიანი, რომლის სულიც შევიყვარე და რომელთან ერთადაც ვქმნი ტომს! ჩემი სანის დედიკო და ჩემი სიყვარულის გოგო! მინდა სულ ბედნიერი იყო, წარმატებული და დღეგრძელი. მიყვარხარ ყველაზე მეტად!"
ანდრიას და მაიკოს ერთი ვაჟი ჰყავთ, ალექსანდრე, რომელსაც მოფერებით სანის ეძახიან.