თუ მე მგონია, რომ ის ჩემია – ე.ი. ჩემია 1. თუ მე ის მომწონს – ის ჩემია
2. თუ ის მე მიჭირავს ხელში – ჩემია
3. თუ შემიძლია ის გამოგართვა – ჩემია
4. თუ ცოტა ხნის წინ მე მქონდა – ჩემია
5. თუ ჩემია – არასდროს გახდება ის შენი
6. თუ რაღაცას ვაშენებ, ყველა ნაწილი ჩემია
7. თუ რაღაც ძალიან ჰგავს ჩემსას – ჩემია
8. თუ მე მგონია, რომ ის ჩემია – ე.ი. ჩემია
9. თუ ის შენია, მაგრამ მე დაგასწარი აღება – ჩემია
10. თუ ის პირველმა მე დავინახე – ჩემია
11. ის, რაც რამდენიმეა, სულ ჩემია
12. თუ შენ გაუშვი ის ხელიდან – ავტომატურად ჩემი ხდება.
13. ის, რაც არავის სჭირდება ან არ არის გემრიელი, შეგიძლია შენთვის დაიტოვო
ასევე იხილეთ: ჩვილის დღიური - ანუ როგორ მელოდნენ