რუსთაველის თეატრის მსახიობი, ყველასათვის საყვარელი - ნიკა ქაცარიძე, 2022 წლის 5 იანვარს, 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა... მსახიობს მეუღლე - ნინო ბერიძე და ორი შვილი - მარიტა და ლაზარე დარჩა...
თუ როგორ აგრძელებს ცხოვრებას ნიკას ოჯახი, ამის შესახებ - ნინო ბერიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრება...
- ძალას და ენერგიას, პირველ რიგში, ჩემი შვილები მაძლევენ. იმის იმედი, რომ გაიზრდებიან და მამას გზას გაჰყვებიან. შვილები მყავს და მათი გულისთვის ყველაფერს შევძლებ!
- ასე ამბობენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რამით გამორჩეულს, განსაკუთრებულს ვერ ვამჩნევ. ძალიან ცელქები, მოუსვენრები, თბილები და მხიარულები არიან. მაქსიმალურად ვცდილობ, მათში სიკეთე დავთესო. არ მინდა გულში ცუდი გაივლონ, დაიჩაგრონ, როგორც ობლები გაიზარდონ. მსურს ლაღები, თავისუფლები იყვნენ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე, ალბათ გარედანაც ჩანს, რომ ასე იზრდებიან.
- არტისტულები ნამდვილად არიან. მამის გენეტიკა იგრძნობა, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან პატარები არიან. არ ვიცი, მომავალში რას გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრებენ, ეს მათი არჩევანი იქნება. ახლა კი რის ნაჭსაც ვატყობ, ვცდილობ, მათში განვავითარო, შევაყვარო, ვასწავლო. ეს იქნება თეატრი, ოპერა თუ მუსიკა, მსურს გარკვეულ დონეზე იყვნენ გათვითცნობიერებულები... მათი მამა იმდენად ნიჭიერი იყო, ყველაფერი იმდენად კარგად გამოსდიოდა, ვფიქრობ, ამათაც შეიძლება მამის ნიჭი ჰქონდეთ.
- ყოველი დღე საკმაოდ რთულია. ყველაფერი უნდა მოვასწრო და შეიძლება ვერ ვასწრებ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვახერხებ. სულ დროის დეფიციტი მაქვს, გადარბენაზე ვარ, სულ მეჩქარება, სულ სადღაც მაგვიანდება... დილით შვილები საბავშვო ბაღში მიმყავს, შემდეგ სამსახურში 4-5 საათამდე ვმუშაობ, შემდეგ ბაღიდან გამომყავს, მარიტა ბალეტზე მიმყავს... ახლა მინდა მარიტა ხატვაზე შევიყვანო, რადგან აიჩემა, ძალიან კარგად ვხატავო. ასევე, სიმღერაზეც მსურს ვატარო და ახლა, კიდევ ორი საქმე რომ დამემატება, მერე მართლა აღარ ვიცი, როგორ მოვასწრებ... შაბათ-კვირას ვისვენებ, გამოსასვლელი დღეები გვაქვს და ბავშვები ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან, თანატოლებთან მიმყავს.
- კი, ბავშვები სულ გრძნობენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და მარიტა ხშირად მეკითხება, მამაჩემს ყველა რატომ იცნობსო... ვეუბნები, რომ მამა მსახიობი იყო, ძალიან კარგი ადამიანი, ყველას უყვარდა-მეთქი...
- პატარა ლაზარე ჯერ ძალიან პატარაა, სამი წლისაა... ჯერ ვერც აღიქვამს ამ ყველაფერს. თუმცა განიცდის, მამა რომ არ ჰყავს, ამაზე ნერვიულობს. ხშირად მეითხება, ახლა აღარ უნდა მოვიდეს მამა, რამდენი ხანი უნდა გავიდეს და მოვიდესო... მამას ელოდება. განაგრძეთ კითხვა