ამ პროდუქტის "ასაკის" გარკვევა არც ისე ადვილია ყველა დიასახლისმა იცის, რომ კვერცხი ახალი უნდა იყოს, თუმცა ამ პროდუქტის "ასაკის" გარკვევა არც ისე ადვილია. ის, რომ კვერცხი დღეს ვიყიდეთ, იმას არ ნიშნავს, რომ მართლაც დღევანდელია. როგორ უნდა გავარკვიოთ კვერცხის რეალური ასაკი?
როგორ გავიგოთ ეს ბაზარსა და მაღაზიაში
აიღეთ კვერცხი და ყურთან დაანჯღიეთ. თუ შიგნით რაღაც მოძრაობს, ესე იგი, ძველია. მისი აპკი გამომშრალია, რის გამოც შიგთავსი კედელს მოწყდა.
შემოწმების მეთოდი სახლში
დაგჭირდებათ 40 გ. მარილი, 0,5 ლიტრი წყალი. გააკეთეთ მარილწყალი და კვერცხი შიგნით ჩააგდეთ.
1. თუ ფსკერისკენ დაეშვა - ახალია, მაქსიმუმ 1 კვირის. ეს საუკეთესო ვარიანტია.
2. ფსკერისკენაა, მაგრამ ერთი ბოლო ზემოთ აქვს აწეული - საკვებად ვარგისია, 7-10 დღისაა.
3. თუ ვერტიკალურად დადგა - მოძველებულია, ბავშვს ნუ აჭმევთ, თუმცა მოზრდილებს შეგიძლიათ მიირთვათ, არ მოგწამლავთ. სამაგიეროდ, სასარგებლო ნივთიერებები მასში შემცირებულია.
4. თუ წყლის შუაგულში ცურავს - ითვლება, რომ "საშუალო დონეზე ძველია", ანუ 13-18 დღისაა. მომწამვლელი არ არის.
5. თუ ზედაპირზე ცურავს - ნამდვილად ძველია.