ვარსკვლავები, როგორც წესი, ხშირად ცდილობენ, რომ საზოგადოების ისედაც გაზრდილი ყურადღება პირადი სკანდალებით არ მიიპყრონ. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტსაც უგულებელყოფს. ეს ცნობილი მამები არასოდეს მალავდნენ, რომ საკუთარ შვილებთან ურთიერთობა არ აქვთ და მათ აღზრდაში არ მონაწილეობენ:
ჯეკი ჩანი
ცნობილ მსახიობს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში ის სულ სხვაგვარად იქცევა. ჯეკი ჩანი დაბადებიდან არ ურთიერთობს ქალიშვილთან, ეტასთან, რომელი ელეინ ვუ ცილისაგან შეეძინა. მსახიობი ამ ურთიერთობას შემთხვევითს უწოდებს, ბავშვს არ აღიარებს, მამობრივ სიყვარულსაც არ უნაწილებს და ამავდროულად, არც ფინანსურად ეხმარება. როგორც ცნობილია, გოგონამ მამას დახმარებისათვის რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
როდ სტიუარტი
ცნობილი მომღერალი 8 შვილის მამაა. პირველად კი ძალიან პატარა ასაკში გახდა მამა. მისმა რჩეულმა ქალმა, სიუზანა ბოფიმ მას ქალიშვილი, სარა აჩუქა. როგორც ცნობილია, როდი ბავშვის დაბადების წინააღმდეგი იყო და ფიქრობდა, რომ ასეთ მცირე ასაკში პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა და ეს ფაქტი მის კარიერაზე ცუდად იმოქმედებდა. თავიდან ქალიშვილის აღზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სიუზანმა აიღო, მაგრამ ქალი შემდეგ ამ ტვირთს ვერ გაუმკლავდა და სარა ბავშვთა სახლში წაიყვანა. გოგონა იქ იქამდე იზრდებოდა, ვიდრე სხვა ოჯახმა არ იშვილა. რთული ბავშვობის მიუხედავად, სარამ მამის პატიება შეძლო და მასთან ურთიერთობაც დაიწყო.
ტომ კრუზი
როგორც ცნობილია, ტომ კრუზი რელიგიური მიმდინარეობით, საიენტოლოგიით სერიოზულადაა დაინტერესებული. სწორედ რელიგიური უთანხმოება გახდა მისი განქორწინების მიზეზი და შემდეგ იმისაც, რომ საკუთარ ქალიშვილთან, რომელიც ქეით ჰოლმსთან ქორწინების შემდეგ გაუჩნდა, ურთიერთობა საერთოდ აღარ აქვს. გოგონა მრავალი წელია, არც უნახავს. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ფაქტობრივად, ურთიერთობა სურისთანაც გაწყვიტა და მის მოსანახულებლად არ მიდის. არც რაიმე ფორმით ერთვება აღზრდაში. კრუზი თვლის, რომ ამაში არაბუნებრივი არაფერია და არც საზოგადოების კრიტიკის ესმის.
ასევე უცნაურად მოექცა ალენ დელონი თავის ვაჟს, რომელიც არ აღიარა შვილა და საკმაოდ დიდ ტრავმად უქცია ეს ცხოვრებაში. იხილეთ ვრცლად: