პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია ჯარჯი თორაძეზე ოფიციალურად დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია კი დღეს, 5 ივნისს, თავის დაბადების დღეზე გამართა.
შარანგიამ და თორაძემ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში, "მარანი ჰოლში“ გადაიხადეს. ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯარჯი თორაძემ სოციალურ ქსელში საყვარელ ქალს დაბადების დღე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:
"დღეს ჩემთვის დაიბადა ადამიანი. მადლობა უფალს, რომ ყველა გზა გაგვატარა და ერმანეთს მერე შეგვახვედრა. გილოცავ თათი და ვულოცავ ჩემ თავს რომ მყავხარ და ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ. მიყვარხარ უკიდეგანოდ და უსასრულოდ“.
წყვილმა ჯვარი დაიწერა და მოგვიანებით, სტუმრები რესტორანში მიიღო. შარანგია-თორაძის ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.
მათ შორის, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე, ცნობილი დერმატოლოგი, ქეთევან ხიშტოვანი, ექიმი სოფო ჯაფარიძე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია, პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მეუღლე, ქეთი სიჭინავა.