საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელის“ ორგანიზებით, 9 ივნისს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებს პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგები გააცნეს, ასევე, მოხდა გამოცდილების გაზიარება.
პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“,
ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი) ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
პროექტის მენეჯერის ქეთევან ჭელიძის განმარტებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში შშმ ქალთა საკითხებზე და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით ფოკუსირებული დისკუსიები ჩატარდა, რათა გამოვლენილიყო გენდერული ძალადობის გავრცელება, ასევე ის სტერეოტიპები და ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს გენდერული ნიშნით ძალადობას. მისივე ინფორმაციით, დისკუსიები ასევე ემსახურებოდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას:
"შემაჯამებელ ღონისძიებაზე სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი. ასევე ფოკუსირებული დისკუსიების მიგნებები საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების წარმომადგენლებთან იყო გაზიარებული. პროექტის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც იქნება ის აუცილებელი მინიმალური ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უახლოეს მომავალში უნდა გადადგას შშმ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით“, - განმარტა ქეთევან ჭელიძემ.
(R)