ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ წიგნი მოცემული სურათით 100 წელზე მეტი ხნის წინ გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით, აქ თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თუმცა არის შეცდომა, რომელიც მის ავტორებს გამოეპარათ. ამის გამო, სურათი ერთგვარ ლოგიკურ თავსატეხად გადაიქცა და მასზე შეცდომის აღმოჩენას ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს.
ბრიტანელი ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ თავსატეხთან გამკლავებას 5 წამში ბევრი ადამიანი მოახერხებდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მკითხველთა დიდმა ნაწილმა არათუ 5 წამში, არამედ დიდხნიანი დაკვირვების შემდეგაც კი ვერ მოახერხა დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.
თქვენი ამოცანაა, კარგად დააკვირდეთ მოცემულ სურათს და დაფიქრდეთ, რა არის მასზე არალოგიკური.
თუ პასუხის აღმოჩენა ვერ მოახერხეთ, თავსატეხის ამოხსნას გაგიზიარებთ:
სინამდვილეში, პასუხი მარტივია - სურათზე დაშვებული შეცდომა ის არის, რომ შუქნიშანზე ფერები არეულია. როგორც წესი, წითელი ფერი თავში უნდა იყოს, ყვითელი - შუაში, მწვანე კი - ბოლოში. სურათზე კი მწვანე შუქნიშნის თავშია.