92 წლის ბიზნესმენმა, ჯორჯ სოროსმა თავისი 25-მილიარდიანი ქონება ვაჟს, ალექსს გადაულოცა. მამის თქმით, მან ეს დაიმსახურა. ალექსი, სოროსის 5 შვილიდან, რიგით მეოთხე შვილია და 37 წლისაა. ის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ერთადერთია სოროსების ოჯახიდან, ვინც Soros Fund Management-ის საინვესტიციო კომიტეტის წევრია.
ჯორჯ სოროსი უკვე მრავალი წელია, რაც აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია. ამასთანავე, სოროსის დაარსებული Open Society Foundations (OSF) 120-ზე მეტ ქვეყანაში ლიბერალური მიზნების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად წელიწადში 1.5 მილიარდს ხარჯავს.
Wall Street Journal-თან ინტერვიუში ალექსმა განაცხადა, რომ ის მამაზე მეტად პოლიტიკურია და დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭის ყრას შეეწინააღმდეგება. განაგრძეთ კითხვა