გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ აგრძელებს საზაფხულო საკითხავი წიგნების შესახებ ბლოგების სერიას და გთავაზობთ ორი ცნობილი ავტორის ნამუშევრებს, რომელიც ბავშვის ზაფხულს დაუვიწყარს გახდის.
გთავაზობთ სამ წიგნს, რომელიც პატარა მკითხველს საოცარ სამყაროში ამოგზაურებს:
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს
წიგნის ავტორი სტიუარტ ფოსტერი მსოფლიოში ცნობილი ნოველისტია. მისმა წიგნებმა რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო მიიღო. ფოსტერის ნამუშევრები გამოირჩევა ემპათიურობით, რის გამოც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის აღიარებულ საკითხავად მიიჩნევა.
წიგნის სიუჟეტი მოგვითხრობს პატარა ბიჭების ისტორიას, რომელთა ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება მას შემდეგ, რაც დენის უფროსი ძმა შინიდან წავიდა ან წაიყვანეს... დენი გაღიზიანებულია, ჯავრს კი ყველაზე სუსტსა და დაუცველზე იყრის. მას ალექსი ჰქვია. ალექსიც რთულ მდგომარეობაშია. მწვავე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, რის გამოც სახლიდან გასვლის ეშინია. მით უმეტეს, როცა სკოლაში დენი და მისი აგრესიული ბანდა ელოდება... ერთ დღესაც დედები ბიჭებს სკოლის გარეთ დაუგეგმავენ შეხვედრას - ალექსი დენს უნდა დაეხმაროს ტივის აგებაში. ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია ორივესთვის! მაგრამ ხომ შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს?
წიგნი ეხმაურება სკოლებში გავრცელებულ სერიოზულ პრობლემას - ბულინგს და ერთი მხრივ, პატარა მკითხველს დააფიქრებს თავის საქციელზე, მეორე მხრივ კი უფროსებს მისი დაძლევის გზებს სთავაზობს.
დევიდ ბედიელის ეს წიგნი გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული თავისი მხიარული, ჩამთრევი, შინაარსისა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ საინტერესო პერსონაჟის გამო. როგორც გამოცემა The Guardian-ის მიმოხილვაში ვკითხულობთ, „წიგნის აღსაწერად გამოდგება შემდეგი სიტყვები: გონებამახვილური, გასაოცარი, იუმორისტული და ბოროტიც.
„საოცნებო მშობლები“ პატარა ბიჭ ბარიზე გვიამბობს, რომელსაც თავისი სახელი სძულს, რაც მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს თავის მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა არსებობს ისეთი სამყაროც, სადაც პატარები მშობლებს თავად ირჩევენ. ბარი ბენეტი სწორედ ასეთ სამყაროში მოხვედრაზე ოცნებობს. აქ ყოფნა მისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს, თუმცა მან არ იცის, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
წიგნში მოვლენები მოულოდნელად ვითარდება, ბარის წინ ელოდება თავგადასავალი, რომელიც მას არასდროს დაავიწყდება. მისი ისტორია შთამბეჭდავი იქნება მკითხველისთვისაც, რომელსაც დროის ხალისიანად გატარება სურს.
ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა
დევიდ ბედიელის კიდევ ერთ პერსონაჟს, ბიჭს, რომელსაც იმას აკეთებს, რაც უნდა, თავისი დღის განრიგი აქვს, უფრო სწორად, მამის, ტივენის მიერ შემუშავებული პუნქტები,რომლებიც ბიჭს ყოველ მომდევნო მოქმედებას კარნახობს: გაღვიძებიდან დაწყებული, პიჟამის ჩაცმითა და დაძინებით დამთავრებული. ალფი მხოლოდ ძილის წინ არ იცავს განრიგს, თუმცა, ვინ იცის?!.. მთავარი მაინც ის არის, რომ ბიჭი სრულიად ბედნიერია იქრობს, რომ ასეთი განრიგი ცხოვრებას უმარტივებს... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, დღეს კი არა, ღამეს, ყველაფერი (განრიგიც) თავდაყირა დგება - მშობლები სტუმრად მიდიან... სწორედ აქედან, პატარა ალფი მური სწორედ აქედან ხდება ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა.
სამივე წიგნი რეკომენდებულია 8-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ხელმისაწვდომია როგორც მაღაზიებში, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე palitral.ge.
R