ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დღეს უკვე მშობლები არიან, თუმცა ჯერ კიდევ ორსულობის დროს ჩაწერილ შესანიშნავ ვიდეოს უზიარებენ გამომწერებს სოციალურ ქსელში. სიმღერას "იავნანან ფეხმძიმეთათვის" ჰქვია,კომპოზიტორი დათო არჩვაძეა, ხოლო ტექსტის ავტორი - დეკანოზი თავმას ჩოხელი. ლიზას სიმღერის პრემიერა გადაცემა "პრაიმ შოუში" შედგა.