ამ ბოლო პერიოდში, ნამდვილი "ბეიბიბუმი" იყო უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსების წრეში. ერთმანეთის მიყოლებით გახდნენ დედები ქეთი მელუა, ნათია თოდუა და ხატია ბუნიათიშვილი.
ინგლისში მცხოვრები მომღერალი ქეთი მელუა თითქმის ნახევარი წლის წინ გახდა დედა. მისი შვილის, პატარა სანდროს მამა ნახევრად ქართველია, მეცნიერი, თუმცა მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება. ის ქეთის მეორე მეუღლეა.
მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ქეთი მალევე დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას და პატარა სანდრო აქტიურად დაჰყავს გასტროლებზე და რეპეტიციებზე.
გერმანიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი მათია თოდუა სამი თვის წინ გახდა დედა. მას და დავით ზურაბაშვილს პატარა ჰუგო შეეძინათ. ნათიაც მალე დაუბრუნდა თავის საქმიანობას და სულ ახლახან ბიჭუნა თურქეთში ჩატარებული წარმატებული კონცერტის შემდეგ სცენაზეც გამოჩნდა დედასთან ერთად და მაყურებლის პირველი აპლოდისმენტებიც იგემა.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა დედა ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს. ხატიას ბავშვის მამის ვინაობა არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ პიანისტმა შვეიცარიაში იმშობიარა და ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც შარლოტი დაარქვა.