"დრომ გაირბინა..." - ნინო ანანიაშვილის და გრიგოლ ვაშაძის ქალიშვილი სტუდენტობისთვის ემზადება - მშობლები

"დრომ გაირბინა..." - ნინო ანანიაშვილის და გრიგოლ ვაშაძის ქალიშვილი სტუდენტობისთვის ემზადება

2023-06-27 10:28:33+04:00

ცნობილი ბალერინას და ქორეოგრაფის ნინო ანანიაშვილისა და მისი პოლიტიკოსი მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის ქალიშვილმა ელენემ წელს დაამთავრა სკოლა და სტუდენტობისთვის ემზადება.

"დრომ გაირბინა! ელენეს ბოლო ზარი, ახალი ეტაპი ცხოვრების… მინდა ვუსურვო წარმატებები! მადლობა მუსიკალური სემინარიის პედაგოგებს! ნათელში ამყოფოს უფალმა ქ-ნი მანანა დოიჯაშვილი - დიდი მადლობა მას! დიდი მადლობა ევროპული სკოლის ყველა პედაგოგს და ადმინისტრაციას", - წერდა ბოლო ზარის შემდეგ ნინო ანანიაშვილი.

elen1-1687848186.jpg

გოგონა დედის კვალს არ გაჰყვა და ბალეტს არ ცეკვავს. ბავშვობის წლებში ცხენოსნობით იყო გატაცებული.

5076775023057039030091556574771048074444800n.jpgsnapinsta-1687848254.app_330984068_931718417892985_1485455925629379957_n_1080.jpg