ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს მშობელს შვილის შეცდომაზე, რომ მან ამ შეცდომებზე სწავლა შეძლოს:
- როცა ბავშვი რაღაცას დააშავებს, კი არ უნდა გაუბრაზდეთ, არამედ უნდა თანაუგრძნოთ, რადგან მან თავადაც გაიგო, რომ რაღაც დააშავა და ამის გამო პასუხი მოეთხოვება. გვერდით ამოვუდგეთ და ვუთხრათ: "არა უშავს, ჩემო ძვირფასო. პასუხს მოგვთხოვენ და ვაგოთ პასუხი, ხდება ასეთი რაღაცები." დანაშაულიდან ბავშვს გაკვეთილი, დასკვნა უნდა გამოვატანინოთ. გამოცდილება უნდა მიიღოს, რომ ასე აღარ მოიქცეს. გაღიზიანებები ჩვენს ცხოვრებას საერთოდ შლის. რუსთაველმა თქვა, წყენა ჭირთა ბადეაო. რად გვინდა ჭირთა ბადე?! სიხარული ბადე არ არის, ფრთებია და ამ დროს გაფრენა გვინდა.