"არასდროს არის გვიან დედობა..." - 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა - მშობლები

"არასდროს არის გვიან დედობა..." - 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

2023-06-30 10:07:17+04:00

1990-იანი წლების სუპერმოდელი ნაომი კემპბელი უკვე მეორედ გახდა დედამ. როგორც ცნობილია, 2021 წელს გაუჩინა მას ქალიშვილი სუროგატმა დედამ, ახლა კი ასევე სუროგატი დედის დახმარებით ის ვაჟის დედა გახდა. პატარის ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

120004-815110821688062749-1688106031.jpeg

ვაჟის სახელი უცნობია, ისევე, როგორც 2 წლის გოგონასი. ნაომი მკაცრად ასაიდუმლოებს ასევე ბავშვების მამის სახელს. ზოგიერთები ამბობენ, რომ ნაომის შეეძლო ვინმე ნაცნობი მამაკაცის ბიოლოგიური მასალით ესარგებლა ან სულაც სპერმის დონორის მომსახურება გამოეყენებინა.

5uvrewkqmjdzx582tf098qba223vigx7-1688106073.jpg

1080x1347-0xac120003-5515655881644869654-1688106073.jpeg

ნაომი არ საუბრობს ბავშვების მამაზე, არ ასაჯაროებს სახელს, თუმცა რამდენჯერმე ისაუბრა გოგონაზე და ერთხელ ფოტოსესიაშიც მიაღებინა მონაწილეობა. "გამიმართლა, რომ ჩემს შვილს მოგზაურობა უყვარს, ჩემსავით. კარგი გოგოა: მშვენივრად სძინავს, იშვიათად ტირის, თავის ასაკთან შედარებით ძალიან განვითარებულია. ბევრს იცინის", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.