მეცნიერები წლობით იკვლევდნენ მუცლად მყოფი ნაყოფის საშვილოსნოსში ცხოვრების დეტალებს. ბოლო წლებში მათ საბოლოოდ მოახერხეს თითქმის ყველა კითხვაზე პასუხის მიღება. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, თუ როგორ მიმდინარეობს მომავალი ადამიანის ჩამოყალიბება ქალის სხეულში.
- აღმოჩნდა, რომ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს არა ყველაზე სწრაფი სპერმა, რომელიც კვერცხუჯრედში შეღწევას სხვებს დაასწრებს, არამედ ის, რომლის გენეტიკური მახასიათებლების ნაკრები ყველაზე მეტად განსხვავდება კვერცხუჯრედის გენებისგან: ბუნება მოითხოვს, რომ ქრომოსომა მუდმივად შეივსოს ახალი გენებით.
- ბავშვები ყველაზე ხშირად სამშაბათს იბადებიან. ამას სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს. ჩვილების დაბადების დინამიკის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მეტი სამშაბათს იბადება, ყველაზე ნაკლები კი - შაბათს ან კვირას.
- მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო, ჩვილები ხშირად „დადიან“ საშვილოსნოს კედლებზე, ფეხებს აბჯენენ მას და შემობრუნებას ცდილობენ. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ როდესაც საშვილოსნოს კედლის კუნთების ტონუსი მცირდება, ბავშვს მეტი თავისუფლება აქვს მოძრაობისთვის და უფრო ხშირად „დაბობღავს“ კედელზე. დაბადების შემდეგ ამ ბავშვებს გაზრდილი აქტივობა ახასიათებთ.
- დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ჩვილებმა ტირილი უკვე იციან, ანუ წუხილის გამომხატველი ხმების გამოცემა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ენა და ხმის იოგები ყელში ორსულობის მე-9 კვირაზე ვითარდება.
- ორსულობის მესამე თვეში ბავშვს თითის ანაბეჭდი უვითარდება.
- მეცნიერები ამბობენ, რომ ბევრ ბიჭს პირველი ერექცია დაბადებამდეც, დედის მუცელში აქვს.
- ჩვილებს პირველი შუქის დანახვა დედის მუცელში შეუძლიათ. ისინი თვალებს ორსულობის მეშვიდე თვეში ახელენ.
- ერთ-ერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მშვიდი ქალები, რომლებიც მშვიდი ხმით მღერიან და „ესაუბრებიან“ მუცელში მყოფ ბავშვს, ხელს უშლიან ტვინიდან სტრესის ჰორმონის ACTH გამოყოფას. ცნობილია, რომ ეს ჰორმონი იწვევს ნაადრევ მშობიარობას.
- გინეკოლოგები ამბობენ, რომ ორსულობის 28-ე კვირიდან ნაყოფი წოვას სწავლობს და სუნთქვას ავარჯიშებს. შესაბამისი ვარჯიშების დროს თანდათან ყლაპავს ამნისტიურ სითხეს. ეს იწვევს დიაფრაგმის შეკუმშვას, რის გამოც ბავშვი იწყებს სლოკინს! ბევრი ექიმი თვლის, რომ სლოკინი არის ნიშანი იმისა, რომ ცენტრალური ნერვული სისტემა ნორმალურად ვითარდება. მართლაც, ექსპერტების აზრით, რომლებიც იცავენ ამ თვალსაზრისს, სლოკინი უსაფრთხოა ბავშვისთვისაც და დედისთვისაც. არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება სლოკინის ინტენსივობაზე: თითოეულ ქალს აქვს მგრძნობელობის საკუთარი ბარიერი და ზოგჯერ მომავალი დედა უბრალოდ ვერც გრძნობს აქედან წამოსულ ვიბრაციებს.
- ორსულობის 32-ე კვირაზე ნაყოფის ძილი უკვე ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად სამ ფაზას მოიცავ: ღრმა ძილი, ძილი თვალის კაკლის სწრაფი მოძრაობით წინ და უკან და შუალედური ეტაპი. შეხებამ ან ტირილმა შეიძლება გააღვიძოს ბავშვი, მაგრამ მაშინვე დაიძინებს, თუ შემაწუხებელი ფაქტორი გაქრება.