"როგორ ძალიან მინდოდა, კიდევ ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ... " - 14 წლის გიორგი, რომელსაც ცნობილმა ფეხბურთელებმა ოცნება აუსრულეს, სიმსივნით გარდაიცვალა - მშობლები

"როგორ ძალიან მინდოდა, კიდევ ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ... " - 14 წლის გიორგი, რომელსაც ცნობილმა ფეხბურთელებმა ოცნება აუსრულეს, სიმსივნით გარდაიცვალა

2023-07-10 15:25:39+04:00

ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, დედა თინათინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა 14 წლის გიორგი მურვანიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა და ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარი იყო:

"როგორ ძალიან მინდოდა, კიდევ ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ... გიო დე შეხვედრამდე!"

სულ ცოტა ხნის წინ გიორგის ოცნება აუსრულეს ცნობილმა ფეხბურთელებმა - ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა და ახლოს გაიცნეს. "ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!" - წერდა მაშინ დედა თინათინი.

338292921-3073356766306397-2749387861446059320-n-1688988649.jpg

ასე გავაცილე ჩემი ერთადერთი, 17 წლის შვილი იმ ქვეყნად და მისივე თხოვნითა და კურთხევით დავიწყე ამ ბავშვებზე ზრუნვა... - დედა თინათინი, რომელმაც დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა ცხოვრება