ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
მომხდართან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანში" აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს. თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
“მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ საჯაროს სკოლოდან აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორნიგს ახორციელებდა. გოგონას რვა თვეა, ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზურნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატიურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა.