როგორ უნდა შეხვიდეთ ზღვაში მენსტრუაციის დროს - გინეკოლოგების რჩევები - მშობლები

როგორ უნდა შეხვიდეთ ზღვაში მენსტრუაციის დროს - გინეკოლოგების რჩევები

2023-07-13 20:32:11+04:00

ზღვაზე დასვენებისას ყოველი დღე ძვირფასია. ამიტომ ქალისთვის დიდი დისკომფორტია, თუ მენტრუაცია სწორედ ზღვაზე ყოფნისას დაეწყო. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროს წყალში ჩასვლაზე უარს მბობს, ექიმების აზრით კი ასეთი კატეგორიული აკრძალვა საჭირო არ არის.

მენსტრუაციის დროს, გარკვეული სიფრთხილით, ქალს შეუძლია წყალში ჩავიდეს. რამდენად უსაფრთხოა მენსტრუაციის დროს ზღვაში ბანაობა და რომელი ჰიგიენური საშუალებებია ამ დროს საუკეთესო? - ზაფხულში ეს კითხვები არა მხოლოდ თინეიჯერ გოგონებს, ზრდასრულ ქალებსაც აინტერესებს.

მენსტრუაციის დროს ცურვას არანაირი სამედიცინო უკუჩვენება არ აქვს. თუ ეს პირადად თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაშინ კრიტიკულ დღეებში ცურვაზე უარი არ უნდა თქვათ. თუ მენსტრუაცია არ არის უხვი, მტკივნეული და არ არღვევს ცხოვრების ხარისხს, იცურეთ, მითუმეტეს, რომ მენსტრუაციის დროს ცურვა ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.

როგორ ჩავიდეთ წყალში „კრიტიკული დღეების“ დროს?

ზოგჯერ ქალები ექიმს მენსტრუაციის დაწყების „გადავადებისთვის“, ან თუნდაც სისხლდენის ინტენსივობის შემცირებისთვის ექიმს მიმართავენ. თეორიულად, შესაძლებელია მენსტრუაციის დღეების გადადება ჰორმონალური პრეპარატებით, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ციკლის შემდგომ დარეგულირება იქნება საჭირო, რაც ქალს უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის, ვიდრე თავად მენსტრუაცია.

გარდა ამისა, პაციენტები შიშობენ, რომ მენსტრუაციის ზღვაში ბანაობისას ინფექციის რისკი იზრდება, თუმცა გინეკოლოგები ამ შიშს მითებს უკავშირებენ.

ჩვეულებრივ, საშოში შესასვლელი დახურულია, ამიტომ იქ წყალი ვერ შედის. გარდა ამისა, წყლის წნევა ხელს უშლის სისხლის გამოჟონვას. საშოს კედლების პროლაფსით, წყალი არ შეაღწევს საშოს ქვედა მესამედს ზემოთ. გარდა ამისა, მარილიანი ზღვის წყალი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

რამდენად უსაფრთხოა ამ დღეებში ზღვაში ბანაობა?

კრიტიკულ დღეებში ცურვა აბსოლუტურად უსაფრთხოდ ითვლება, თუ ქალი თავს კარგად გრძნობს და არავითარი დისკომფორტი არ აქვს. უბრალოდ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჰიგიენურ პროცედურებს.

  • ჰიგიენის საშუალებებად უმჯობესია გამოიყენოთ ტამპონი ან მენსტრუალური ჭიქები, საფენები ამ დროს არ გამოგადგებათ.
  • მიზანშეწონილია წყალში გატარებული დრო 15-20 წუთამდე შეიზღუდოთ. თუ გადაწყვეტთ მზის აბაზანების მიღებას, მაშინ ტამპონის გამოყენების დრო განსხვავებულია. პირველ დღეს, როცა გამონადენი ყველაზე ინტენსიურია, რეკომენდებულია ტამპონის შეცვლა ყოველ 3-6 საათში. მენსტრუაციის ბოლოს - ყოველ 6-8 საათში.
  • შეარჩიეთ შესაფერისი საცურაო კოსტიუმი - უფრო მოსახერხებელია მუქი ფერის, რომელიც შემთხვევით გაჟონვის შემთხვევაში სისხლის კვალს დამალავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნოტიო გარემოში ბაქტერიები (ოპორტუნისტული მიკროფლორა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სხეულში), ადვილად მრავლდება და შეუძლია ორგანიზმში საშარდე გზების მეშვეობით შეაღწიოს, რაც იწვევს ანთების განვითარებას. ამიტომ ზღვაში ბანაობის შემდეგ სჯობს არა დაელოდოთ საცურაო კოსტუმის გაშრობას მზის სხივების ქვეშ, არამედ სწრაფად გამოიცვალოთ.
  • მენსტრუაციის დროს სანაპიროზე ეცადეთ იყოთ ქოლგის ქვეშ, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, სიცხე იწვევს სისხლდენის გაძლიერებას.