ზღვაზე დასვენებისას ყოველი დღე ძვირფასია. ამიტომ ქალისთვის დიდი დისკომფორტია, თუ მენტრუაცია სწორედ ზღვაზე ყოფნისას დაეწყო. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროს წყალში ჩასვლაზე უარს მბობს, ექიმების აზრით კი ასეთი კატეგორიული აკრძალვა საჭირო არ არის.
მენსტრუაციის დროს, გარკვეული სიფრთხილით, ქალს შეუძლია წყალში ჩავიდეს. რამდენად უსაფრთხოა მენსტრუაციის დროს ზღვაში ბანაობა და რომელი ჰიგიენური საშუალებებია ამ დროს საუკეთესო? - ზაფხულში ეს კითხვები არა მხოლოდ თინეიჯერ გოგონებს, ზრდასრულ ქალებსაც აინტერესებს.
მენსტრუაციის დროს ცურვას არანაირი სამედიცინო უკუჩვენება არ აქვს. თუ ეს პირადად თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაშინ კრიტიკულ დღეებში ცურვაზე უარი არ უნდა თქვათ. თუ მენსტრუაცია არ არის უხვი, მტკივნეული და არ არღვევს ცხოვრების ხარისხს, იცურეთ, მითუმეტეს, რომ მენსტრუაციის დროს ცურვა ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.
ზოგჯერ ქალები ექიმს მენსტრუაციის დაწყების „გადავადებისთვის“, ან თუნდაც სისხლდენის ინტენსივობის შემცირებისთვის ექიმს მიმართავენ. თეორიულად, შესაძლებელია მენსტრუაციის დღეების გადადება ჰორმონალური პრეპარატებით, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ციკლის შემდგომ დარეგულირება იქნება საჭირო, რაც ქალს უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის, ვიდრე თავად მენსტრუაცია.
გარდა ამისა, პაციენტები შიშობენ, რომ მენსტრუაციის ზღვაში ბანაობისას ინფექციის რისკი იზრდება, თუმცა გინეკოლოგები ამ შიშს მითებს უკავშირებენ.
ჩვეულებრივ, საშოში შესასვლელი დახურულია, ამიტომ იქ წყალი ვერ შედის. გარდა ამისა, წყლის წნევა ხელს უშლის სისხლის გამოჟონვას. საშოს კედლების პროლაფსით, წყალი არ შეაღწევს საშოს ქვედა მესამედს ზემოთ. გარდა ამისა, მარილიანი ზღვის წყალი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
კრიტიკულ დღეებში ცურვა აბსოლუტურად უსაფრთხოდ ითვლება, თუ ქალი თავს კარგად გრძნობს და არავითარი დისკომფორტი არ აქვს. უბრალოდ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჰიგიენურ პროცედურებს.