"პირველი არხის სპორტის მიმართულების პროდიუსერი, მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებაზე პოსტს აქვეყნებს ოპერატორი კახა ჯანაშვილი.
"მარიცას, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემი ძმაკაცის გაზრდილი შვილია. დედისერთა, უნიჭიერესი გოგონა. პირველი არხის, სპორტული რედაქციის პროდუსერი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა, ჩვენი სახით.ახლა, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლებოდა, როდესაც 34 წლის, განათლებული გოგო, დადიოდა კვლევებზე, იკეთებდა ანალიზებს, სიმსივნე ვერ ეპოვნათ?! 34 წლის ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! (რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არ მოვიაზრებ ამაში) კვლევებზე, სადაც მარიცა დადიოდა, რა ექიმები ხართ, დროულად, როგორ ვერ დაადგინეთ, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგოს მდგომარეობა, მე-4 სტადიის კიბომდე არ მისულიყო?! განაგრძეთ კითხვა