თუ ამ 10 ტესტს ისე გააკეთებთ, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით, შესანიშნავი ზოგადი განათლება და ინტელექტი გაქვთ - მშობლები

თუ ამ 10 ტესტს ისე გააკეთებთ, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით, შესანიშნავი ზოგადი განათლება და ინტელექტი გაქვთ

2023-07-24 13:32:31+04:00

ეს 10 ტესტი დაგეხმარებათ, თქვენი ზოგადი განათლება და ინტელექტი შეამოწმოთ და ამავდროულად, ნახოთ, რამდენად კარგად გახსოვთ სხვადასხვა მოვლენა, თუ ინფორმაცია:

1. ვინ შექმნა მინოტავრის ლაბირინთი?

  • თესევსმა
  • დედალოსმა
  • იკაროსმა

2. რომელ ინსტრუმენტზე დაკვრით გახდა ცნობილი ნიკოლო პაგანინი?

  • ალტზე
  • ვიოლინოზე
  • საქსოფონზე

3. ჩამოთვლილთაგან, რომელი სრუტეა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის ბუნებრივი დამაკავშირებელი გზა?

  • ბოსფორის სრუტე
  • მაგელანის სრუტე
  • ლა-მანშის სრუტე

4. ჩამოთვლილთაგან რომელი პოემა არ ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას?

  • ალუდა ქეთელაური
  • ბახტრიონი
  • სტუმარ-მასპინძელი
  • თორნიკე ერისთავი

5. რომელ ფილმშია ფრაზა "ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?"

  • "მონანიება"
  • "ლაზარე"
  • "ნატვრის ხე"

6. აზიის რომელმა ქვეყანამ უმასპინძლა პირველად ოლიმპიურ თამაშებს?

  • იაპონიამ
  • ჩინეთმა
  • სამხრეთ კორეამ
  • ტაილანდმა

7. რა არის ალ პაჩინოს სრული სახელი?

  • რობერტი
  • ალბერტო
  • ალფრედო

8. ვისი გადაღებულია ცნობილი ფილმი "ტიტანიკი"?

  • სტივენ სპილბერგის
  • ჯორჯ ლუკასის
  • ჯეიმს კამერონის

9. რამდენია გაშლილი კუთხის გრადუსული ზომა?

  • 180 გრადუსი
  • 360 გრადუსი
  • 90 გრადუსი

10. რომელ მხატვარს ეკუთვნის ეს ნახატი?

2-1690191321.jpg

  • ვინსენტ ვან გოგს
  • სალვადორ დალის
  • კლოდ მონეს

სწორი პასუხები:

1. დედალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მინოტავრის ლაბირინთი მეფე მინოსისთვის გამომგონებელმა დედალოსმა დააპროექტა. ლაბირინთის დანიშნულება მასში კაციჭამია ურჩხულის გამოკეტვა იყო.

2. ნიკოლო პაგანინი ცნობილი იტალიელი მევიოლინე იყო, რომელიც ერთ სიმზეც კი უკრავდა.

3. მაგელანის სრუტე

4. "თორნიკე ერისთავის" ავტორი აკაკი წერეთელია

5. "მონანიება"

6. იაპონია გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც 1964 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

7. ალფრედო ჯეიმს "ალ" პაჩინო - იგი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია.

8. ჯეიმს კამერონმა 1997 წელს გადაიღო ცნობილი ფილმი ჩაძირულ "ტიტანიკზე".

9. 180 გრადუსი

10. ვინსენტ ვან გოგს