შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ უნივერსიტეტი დაამთავრა. გამოსაშვებ ღონისძიებას კურსდამთავრებულებთან ერთად მათი მშობლები ესწრებოდნენ. შორენა ევას გვერდით იყო და სოციალურ ქსელშიც მიულოცა:
"ემოციური დღე იყო გუშინ. რთული და საინტერესო 4 წელი. მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს. ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს. მათ შორის ჩემს შვილსაც... ვამაყობ", - წერს შორენა ბეგაშვილი.