ირაკლი ბათიაშვილმა და მისმა ქალიშვილმა ირინა ბათიაშვილმა იმედის არხზე მამა-შვილობის, განსაკუთრებით კი მამისა და გოგო შვილის ურთიერთობაზე ისაუბრეს. ირინამ ძალიან თბილად ისაუბრა მამაზე, მათ შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირზე და მამის მიმართ სიყვარულსაც ემოციურად გამოხატავდა.
„ჩვენ განსაკუთრებული მამა-შვილობა გვაქვს. ყველამ იცით, მამას რამდენი რამ აქვს გადატანილი. როცა დავიბადე, აფხაზეთში ომი იყო. ისიც სულ იბრძოდა... საოცარი უნარი ჰქონდა ამბის ხატოვნად გადმოცემის. ბერძნულ, ეგვიპტურ, გერმანულ მითოლოგიას ისე მიამბობდა, რომ ჩემსთვის ეს იყო ფილმი...
პატარაობისას სულ მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი და ნაწილი ხარო. რომ გავიზარდე, ახლა მე ვეფერები და ვეუბნები, შენი უჯრედი და ნაწილი ვარ-მეთქი. ჩვენი დიდი სიყვარული დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. დედა და მამა განუყოფელები არიან. სულ ვეკითხები აზრს... ირაკლი მკაცრი მამა არასოდეს ყოფილა. იცის, რამხელა პატივს ვცემ. მამაჩემზე ვგიჟდები, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის კარგად მქონდა გაცნობიერებული ჩემი პასუხისმგებლობა და სიამაყე ირაკლი ბათიაშვილის მიმართ. ამიტომ არასოდეს დასჭირვებია, ჩემთვის რაღაცები შეეხსენებინა,“ - ამბობს ირინა ბათიაშვილი.
იხილეთ ვიდეო: