როგორც წესი, დედა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ისინი შვილების ბედნიერებისათვის ყველაფერს აკეთებენ. თუმცა, სამწუხაროდ, გამონაკლისებიც არიან... დღეს მოგიყვებით ცნობილი ადამიანების დედებზე, რომლებმაც საკუთარ შვილებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს:
სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის თქმით, დედამ ბავშვობიდანვე დააკომპლექსა, დაუქვეითა თვითშეფასება და თავდაჯერებულობა დაუკარგა. ენისტონი იხსენებს, რომ ნენსი დოუ გარეგნობის გამო აკრიტიკებდა და არაეთიკური ფრაზებით მიმართავდა:
"მეუბნებოდა, რომ მსუქანი და მოუხერხებელი ვიყავი, დიდი თვალები და მახინჯი პირი მქონდა", - თქვა ჰოლივუდის მსახიობმა.
ნენსი მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობით არ შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა პირველ წარმატებას მიაღწია, ქალმა გადაწყვიტა, ფული ეშოვა, ქალიშვილის შესახებ მემუარები დაწერა და გამოაქვეყნა, სადაც ძალიან ბევრი პირადი და ინტიმური დეტალი გააჟღერა. ამ ფაქტმა ჯენიფერს იმხელა დარტყმა მიაყენა, რომ დედას "ფსიქიკურად გაუწონასწორებელი" უწოდა და მასთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა. მსახიობმა დედა ბრედ პიტთან ქორწინების ცერემონიაზეც კი არ დაპატიჟა. მას შემდეგ, რაც ენისტონი პიტს დაშორდა და ემოციურად ძალიან ცუდად იყო, დედასთან ურთიერთობის აღდგენა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ქალი 2016 წელს გარდაიცვალა. ენისტონმა დედას ბავშვობის ტრავმები აპატია და გარდაცვალებამდეც მოინახულა.
კენდის ურთიერთობა ქალიშვილ თორისთან მამის, მედიამაგნატ აარონ სპელინგის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა. დაპირისპირების მიზეზი ქონება გახდა. როგორც თორი სპელინგმა ჟურნალისტებს განუცხადა, დედამ მამის გარდაცვალების შესახებ არ გააგებინა და მისი მრავალმილიონიანი ქონება მთლიანად მიითვისა. კენდი კი თავის გამართლებას ცდილობდა და ამბობდა, რომ მის ქალიშვილს მამის ქონების გაფლანგვა რამდენიმე თვეში შეეძლო. მეტიც, ქალი აცხადებდა, რომ თორის ფინანსურად ეხმარებოდა.
სინამდვილეში თორი ფინანსურად სავალალო მდგომარეობაში იყო. 2016 წელს მის შესახებ უამრავმა მედიაგამოცემამ დაწერა. ქალი ამბობდა, რომ ძალიან ბევრი ვალი ჰქონდა, დედა კი მრავალმილიონიანი ქონებიდან მისთვის არაფერს იმეტებდა.
2017 წელს მსახიობმა დედის დღე კენდისთან ერთად აღნიშნა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ისევ იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კენდი ქალიშვილს აიძულებდა, მეუღლეს დაშორებოდა.
ბრუკ მიულერი ჩარლი შინს 2011 წელს დაშორდა. ამის შემდეგ ქალს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და არალეგალურ ნივთიერებებზე გახდა დამოკიდებული. მისი პატარა შვილები - ბობი და მაქსი ყოფილი მეუღლის ახალ ცოლთან დარჩნენ. ქალი რეაბილიტაციას გადიოდა, 2015 წელს თითქოს ყველაფერი კარგად იყო, შვილები თავისთან წაიყვანა და მათზე ზრუნვა დაიწყო, თუმცა მალევე არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას კვლავ დაუბრუნდა.
2016 წელს კი მიულერი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ბავშვების ძიძა მათი თანდასწრებით სცემა. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, ბრუკი კვლავ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. 2017 წელს ქალი საავადმყოფოდან გაწერეს, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ჰოლივუდს მთლიანად ჩამოშორდა და ფხიზელ ცხოვრებას დაუბრუნდა. თუმცა, სამწუხაროდ, მის ტყუპ შვილს ძალიან დიდი ტრავმა დარჩა.
დრიუ ბერიმორი სარეკლამო გადაღებებსა და ფილმებში ბავშვობიდან მონაწილეობდა და უკვე პოპულარული იყო. დედას, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების გადამეტებული ყურადღებისაგან დაეცვა, პატარა გოგონა ღამის კლუბებსა და ბოჰემურ წვეულებებზე მიჰყავდა.
ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე ბერიმორმა ალკოჰოლი და ნარკოტიკები გასინჯა. გოგონას დედა ამაზე საერთოდ არ დარდობდა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ბერიმორი 13 წლის ასაკში არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოჩნდა და 8 თვის განმავლობაში მკურნალობდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჯეიდი ყველა შანსს იყენებდა, რომ ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია ტაბლიოდებისთვის მიეყიდა და კარგი ფულიც ეშოვნა. შესაბამისად, დრიუ ბერიმორს დედის მიერ გავრცელებული არაეთიკური დეტალები მთელი ცხოვრება მოჰყვება და მისი ბიოგრაფიის ნაწილია.
15 წლის ასაკში დრიუ ბერიმორმა მოითხოვა, რომ ქალისთვის მშობლის უფლება ჩამოერთმიათ და დამოუკიდებლად განაგრძო ცხოვრება. ჯეიდი ამით არ გაჩერებულა და ფული რომ შემოაკლდა, ქალიშვილის პირადი ნივთები აუქციონზე გაყიდა. შემდეგ კი წიგნი დაწერა და იქ ყველა სკანდალურმა, გაზვიადებულმა და მოგონილმა დეტალმა მოიყარა თავი.
დრიუ მთელი ცხოვრებაა ცდილობს, ამ ამბებისაგან გათავისუფლდეს. დედას ყველაზე მეტად ენდობოდა, თუმცა მან ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია და უამრავი პრობლემა შეუქმნა. მსახიობმა დედის პატივსაცემად ანგელოზის ტატუ გაიკეთა, რომელსაც "ჯეიდი" დააწერა.
დინამ თითქმის ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ქალიშვილი - ლინდსი ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო. თუმცა, მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. როგორც ცნობილია, გოგონა ბოჰემურ წვეულებებზე მიჰყავდა, ცდილობდა, ბევრი ადამიანისათვის გაეცნო, თუმცა ამავდროულად, ლინდსი სხვადასხვა არალეგალურ ნივთიერებაზე გახდა დამოკიდებული. 2012 წელს მათ სახლში დიდი სკანდალი მოაწყვეს. დედა-შვილმა ისე იჩხუბა, რომ მეზობლებმა პოლიციასაც კი გამოუძახეს. მსახიობი ამბობდა, რომ დედამ ნასესხები ფული არ დაუბრუნა, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო. აღნიშნავდა, რომ დინა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ამის შემდეგ დინა საკუთარი შვილის მტრად გადაიქცა და პრესაში მისი ცხოვრების სკანდალური დეტალების შესახებ საუბრობდა.
2016 წელს ლინდსი ლოჰანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: "ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია, როცა დედისაგან მხარდაჭერად ვერ იღებ." 2017 წელს დედა-შვილი შერიგდა, თუმცა როგორც ცნობილია, მათ კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ლეიტონ მისტერის დედა, კონსტანს მისტერი, ვიდრე ქალიშვილს გააჩენდა, ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ციხეში იჯდა. გოგონა ტეხასის ერთ-ერთ სამშობიაროში გააჩინა, სადაც დედა ციხის საკნიდან გადაიყვანეს. ლეიტონმა დედასთან რამდენიმე თვე გაატარა, შემდეგ კი აღსაზრდელად ბებიებმა წაიყვანეს.
2011 წელს ლეიტონმა დედას უჩივლა. როგორც ცნობილია, მსახიობი უმცროსი ძმის სამკურნალოდ ყოველთვიურად დიდ თანხას ურიცხავდა. ბიჭს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თუმცა, კონსტანსმა ეს თანხა ბავშვის მკურნალობისთვის კი არა, პლასტიკურ ქირურგიაზე დახარჯა... ქალი ამბობდა, რომ შვილი უსაფუძვლოდ სდებდა ბრალს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ქალიშვილს ბოთლით სცემა.
2011 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლეიტონმა ძმაზე მეურვეობა თავად მოიპოვა და დედასთან კომუნიკაცია საერთოდ გაწყვიტა.
2015 წელს არიელ უინტერმა სასამართლოს მიმართა, რომ დედისთვის მშობლობის უფლება ჩამოერთმიათ. "ის არა მხოლოდ მამცირებდა და მლანძღავდა, არამედ დროდადრო მცემდა კიდეც." - თქვა მსახიობმა.
2017 წელს არიელმა განაცხადა, რომ დედა ბავშვობაში აიძულებდა, ასაკისთვის შეუფერებლად, თამამად ჩაეცვა, რომ რეჟისორებს ყურადღება მიექციათ. თანახმა იყო, ბავშვი შიშველი გადაეღოთ.
კრისტალი კი ირწმუნებოდა, რომ ქალიშვილი ამ გზით ხალხის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა და ცილს სწამებდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედა-შვილმა ურთიერთობის აღდგენა სცადა, თუმცა როგორც პრესაში წერენ, მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მიშა ბარტონის დედას, ნუალა ბარტონს "საუკეთესო დედის" ტიტულს ნამდვილად ვერ მივანიჭებთ. 2015 წელს მსახიობმა დედის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დავის მიზეზი ფული გახდა. როგორც გაირკვა, ნუალა ქალიშვილის ჰონორარს განაგებდა და საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავდა. იყიდა სხვადასხვა უძრავი ქონება, გამოიყენა შვილის სახელი და საკუთარი აქსესუარების ხაზი შექმნა, მსახიობს კი არაფერი დაუტოვა. სასამართლომ ქალს ბინის გაყიდვა და ქალიშვილისთვის ფულის დაბრუნება მოსთხოვა. როგორც ცნობილია, დავა შეთანხმებით დასრულდა.
იმავე წელს მიშას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. როგორც პრესაში იწერებოდა, დედა მის მოსანახულებლადაც კი არ მისულა.
კორტნი ლავს არალეგალურ ნივთიერებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა მოზარდობის ასაკიდანვე აწუხებდა. იგი ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაშიც კი ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდა და ამის აღიარების არ რცხვენოდა. ქალიშვილის, ფრენსისის დაბადების შემდეგ, კორტნის ახალი ცხოვრების დაწყება სურდა, მაგრამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
ქალი არაადეკვატურად იქცეოდა. მან ფრენსისის ძაღლები დახოცა და შვილსაც მოკვლით დაემუქრა. გოგონამ დედას სასამართლოში უჩივლა და მიახლოება აეკრძალა.
ერთხელ კორტნიმ გადაწყვიტა, ფრენსის მეგობრის სახლი გადაეწვა, რადგანაც გაიგო, რომ მისი შვილი იქ იმყოფებოდა.
როდესაც გოგონა 17 წლის გახდა, კორტნის მშობლობის უფლება ჩამოართვეს და მასზე ბებია-ბაბუა ზრუნავდა.