ყველაზე მოკლე ტესტი IQ-ს შესამოწმებლად - 3 შეკითხვა, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას ამოწმებს - მშობლები

ყველაზე მოკლე ტესტი IQ-ს შესამოწმებლად - 3 შეკითხვა, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას ამოწმებს

2023-08-04 12:00:46+04:00

1. რა რიცხვს აღნიშნავს ბერძნულად "ოქტო"?

  • 1
  • 3
  • 7
  • 8

2. რა არის "ინდულგენცია"?

  • იბერიის ნახევარკუნძულზე ქრისტიანების მიერ მიწის დაბრუნების პროცესი
  • ქიმიურ ცდაში სითხეების შერევის პროცესი
  • ქაღალდი, რომელიც ცოდვებისგან გათავისუფლებს

3. "იმისათვის, რომ წიგნები შეეძინა, მან რამდენიმე ჰექტარი სახნავი მიწა გაყიდა და ამ გზით შეაგროვა ყველა რომანი, რაც ხელთ მოხვდა.“ ვისზეა საუბარი?

  • დონ კიხოტზე
  • შერლოკ ჰოლმსზე
  • არტურ კონან დოილზე

სწორი პასუხები:

  • ბერძნულად ოქტო ნიშნავს 8-ს
  • ინდულგენცია - (ლათ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს შეღავათს, ცოდვებისაგან გასათავისუფლებელ ქაღალდს. ინდულგენცია რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელია და ინდულგენციებით ვაჭრობა გავრცელებული იყო ძირითადად გერმანიაში, XV-XVI საუკუნეებში. კათოლიკურ ეკლესიაში სხვადასხვა ცოდვას სხვადასხვა ნიხრა (ფასი) ჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, წინასწარ შეიძლებოდა ფულის გადახდა ნებისმიერი დიდი ცოდვის ჩადენის წინაც.
  • წიგნების კითხვამ დონ კიხოტი იმდენად გაიტაცა, რომ თუკი რამ მიწა ჰქონდა, გაყიდა და ამ გზით შეაგროვა ყველა რომანი, რაც ხელში მოხვდა.