1. რა რიცხვს აღნიშნავს ბერძნულად "ოქტო"?
2. რა არის "ინდულგენცია"?
- იბერიის ნახევარკუნძულზე ქრისტიანების მიერ მიწის დაბრუნების პროცესი
- ქიმიურ ცდაში სითხეების შერევის პროცესი
- ქაღალდი, რომელიც ცოდვებისგან გათავისუფლებს
3. "იმისათვის, რომ წიგნები შეეძინა, მან რამდენიმე ჰექტარი სახნავი მიწა გაყიდა და ამ გზით შეაგროვა ყველა რომანი, რაც ხელთ მოხვდა.“ ვისზეა საუბარი?
- დონ კიხოტზე
- შერლოკ ჰოლმსზე
- არტურ კონან დოილზე
სწორი პასუხები:
- ბერძნულად ოქტო ნიშნავს 8-ს
- ინდულგენცია - (ლათ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს შეღავათს, ცოდვებისაგან გასათავისუფლებელ ქაღალდს. ინდულგენცია რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელია და ინდულგენციებით ვაჭრობა გავრცელებული იყო ძირითადად გერმანიაში, XV-XVI საუკუნეებში. კათოლიკურ ეკლესიაში სხვადასხვა ცოდვას სხვადასხვა ნიხრა (ფასი) ჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, წინასწარ შეიძლებოდა ფულის გადახდა ნებისმიერი დიდი ცოდვის ჩადენის წინაც.
- წიგნების კითხვამ დონ კიხოტი იმდენად გაიტაცა, რომ თუკი რამ მიწა ჰქონდა, გაყიდა და ამ გზით შეაგროვა ყველა რომანი, რაც ხელში მოხვდა.