3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 6 იდენტიფიცირებულია. მათ შორის არის ნინო კენჭაძე, რომლის ცხედარიც მამამ ამოიცნო. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ნინო შოვში მეგობრებთან, გვანცა ბუბაშვილთან და სალომე ხეთაგურთან ერთად იყო. მათ შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. განაგრძეთ კითხვა