რეჟისორი ლანა ღოღობერიძე "პირველი არხის" ეთერში წიგნის კითხვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და მოზარდებს საკუთარ რჩევას უზიარებს:
- საინტერესო ნათქვამია: "ის, ვინც კითხულობს წიგნს, ყოველთვის გაიმარჯვებს იმაზე, ვინც უყურებს ტელევიზორს". არაფერი შეედრება იმ განცდასა და სიამოვნებას, რომელსაც წიგნის კითხვისაგან ვიღებთ. ტელევიზორსაც ვუყურებ, სოციალურ ქსელებშიც ვარ ჩართული და უამრავ ინფორმაციას ვეცნობი იქიდან, მაგრამ მაინც, სულ სხვაა წიგნი რომ გიჭირავს ხელში და იქიდან იღებ ინფორმაციას, განცდასა და ფიქრს. გრძნობებს მხატვრული ლიტერატურიდან ვიღებთ. ყველას გეტყოდით, იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა. ეს არაჩვეულებრივად ამდიდრებს ადამიანსა და მის სულს. გმირების სულში რომ შეხვალ, მაშინ იბადება თქვენში ადამიანი.