მსახიობი ეთო გუგავა სერიალში - "ცვალებადი ნიშნები", რომელიც სტუდენტების ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ გვიყვება, ნენეს დედის როლს ასრულებს. სერიალში, აგრესიას იმ პერსონაჟის მიმართ ავლენს, ვის როლსაც თავისი რეალური შვილი - ნია გუგავა თამაშობს. ახლახან საზოგადოებაში "ცვალებადი ნიშნების" ერთ-ერთმა ეპიზოდმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაყურებლების ნაწილი შემოქმედებით გუნდს ერის გარყვნაშიც კი ადანაშაულებდა... ჩვენთან ინტერვიუში ეთო იმ საკითხებზეც გულახდილად გვესაუბრა, რაც საზოგადოების ნაწილმა ხისტად მიიღო...
- სერიალში ჩემი მონაწილეობა ძალიან კომიკური ამბავია: ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს, სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" გუნდი ღამის სცენას იღებდა. ჩემს შვილს - ნიაკოს, რომელიც სერიალში ნატას როლს ასრულებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. ღამის 2 საათი იყო, როცა მთხოვა, - გადაღებას მალე ვამთავრებთ. თუ შეგიძლია, სახლიდან რამე კომფორტული ფეხსაცმელი ჩამომიტანოო?.. როცა ჩავედი, ეპიზოდის გადაღებას ასრულდებდნენ. გავიცანი ბავშვებიც, რეჟისორიც... როდესაც ნენეს როლის შემსრულებელთან - ანუკი ბუბუტეიშვილთან ერთად ვიდექი და ვესაუბრებოდი - ერთმანეთს ვეცნობოდით, უცებ შევნიშნე, რომ რეჟისორი ცოტათი გაოცებული გვიყურებდა, შემდეგ კი - ჩვენკენ დაიძრა. დავიძაბე. ვიფიქრე, გადაღების დროს კადრში ხომ არ შევედი-მეთქი? მოვიდა და მკითხა, - სერიალში მონაწილეობა არ გინდათო? ჩემთვის მოულოდნელი შეკითხვა იყო. ვუპასუხე, - კი, რატომაც არა?! დიდი სიამოვნებით-მეთქი (იღიმის)... მეორე დღესვე დამირეკეს, კასტინგი გავიარე, 2-3 კვირის შემდეგ კი მაცნობეს, - აყვანილი ხართო. არ ვიცი, ამდენი დრო რატომ დასჭირდათ - უკვე იმედი გადაწურული მქონდა...
- უბრალოდ, ერთ სცენაზე ვმდგარვართ, მაშინ ნიაკო მცირე ასაკის იყო. არ მახსოვს, იმ სპექტაკლში ტექსტი ჰქონდა თუ არა...…
- დედების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ თემაზე არ უნდა ისაუბროს. არ ვიცი, რატომ შეიქნა პრობლემა და ხალხი ამით რატომ გაოცდა, რომ სერიალში ბებია და შვილიშვილი სექსთან დაკავშირებულ თემაზე საუბრობენ. თუკი მამა-შვილს გარკვეულ ინტიმურ საკითხებზე საუბარი, მამას ვაჟისთვის რჩევა-დარიგების მიცემა შეუძლია, ქალს ამაზე საუბრის უფლება რატომ არ აქვს?! წინათ ბიჭი გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევდა, ბიძას ქალებთან უნდა "გაეტარებინა", რაც მაშინაც ცუდად მხვდებოდა ყურში... რატომღაც, ეს საქციელი დღემდე მიღებულია... რეალურად, სერიალში ნაჩვენებია, რომ ოჯახის წევრები ინტიმურ თემებზე ჩვეულებრივად საუბრობენ. ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია: ასეთ საკითხებზე მე და ნიაც ვსაუბრობთ. გამოცდილმა გამოუცდელს უნდა ასწავლოს, მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს, დაეხმაროს... ეს ნორმალურად მიმაჩნია. დიახ, სექსუალური განათლება ყველა მოზარდმა აუცილებლად უნდა მიიღოს, რომ თუნდაც, "ფეიკ" ორგაზმის პრობლემა მოიხსნის. კომპლექსების გამო, ადრინდელი თაობის წარმომადგენელ ქალებს ეს პრობლემა მასობრივად ჰქონდათ. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვსწავლობთ, ვიგებთ, ვაანალიზებთ და კომპლექსებისგან ვთავისუფლდებით. პრობლემაც ნელ-ნელა გვარდება. არ მინდა, ჩემს შვილს და საერთოდ, გოგონებს ეს პრობლემა ჰქონდეთ. ნიასთან ასეთი თემები ჩვეულებრივად, "გახსნილი" მაქვს. მიმაჩნია, რომ სერიალშიც ზუსტად იგივეა ნაჩვენები: ბებია შვილიშვილს ეუბნება, რომ გოგონამ პრობლემა უნდა მოაგვაროს. თუ როგორ რჩევებს აძლევს - პარტნიორი გამოცვალე თუ ვიბრატორი გამოიყენეო, არ მესმის, რა პრობლემაა (იცინის)?! ადამიანმა ტყუილში რატომ უნდა იცხოვროს? ისეთ პარტნიორთან რატომ უნდა იყოს უბედური, რომელთანაც სრულყოფილი ურთიერთობა არ აქვს? სრულყოფილება ინტიმურ ცხოვრებასაც სჭირდება... კი, შეიძლება, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ეპიზოდი ხისტად მიიღო, მაგრამ ეს სიხისტეც საჭიროა, რომ ამ თემაზე საუბარი ტაბუდებული აღარ იყოს.
- ამ თემებზე საუბარი ჩუმად გვიწევდა, რომ შემთხვევით მშობლებს არ გაეგოთ, რადგან ასეთი საკითხები საზოგადოებაში აგრესიას ახლაც იწვევს, 90-იან წლებში კი განსაკუთებულად დიდი პრობლემა იყო. მახსოვს, 12-13 წლის ვიყავი. ჩვენი მეზობელი გოგონა ძალიან პატარა ასაკის გახლდათ, როცა გათხოვდა. მან თქვა, რომ "პირველი ღამის" ძალიან ეშინოდა, ეს რაღაც კოშმარი და უბედურება იყო... მის გარშემო შეკრებილები გაფაციცებული ვუსმენდით. ყველას შიში ჩაგვრჩა გონებაში. დიდი ბოროტებაა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ადამიანებმა ტაბუდადებული და სამარცხვინო გახადეს - რაში გაინტერესებს? შენი საქმე არაა! გაიზრდები და გაიგებო... მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა. დარწმუნებული ვარ, ამის გამო ბევრმა ადამიანმა დიდი ტრავმაც მიიღო. "ფეიკ" ორგაზმების საფუძველიც ესაა: შიში, კომპლექსები... ვისაც უნდა, რომ იმ "ბნელეთიდან" ამოვიდეს, გარკვეული თემების გარჩევა სამარცხვინოდ არ უნდა მიაჩნდეს, მით უმეტეს - ოჯახის წევრებთან.
- ნიაკოსთან მცირე ასაკიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. გარდა იმისა, რომ დედამისი ვარ, მისი მეგობარი, მესაიდუმლეც გახლავართ. ვეცადე, ნიაც ჩემი მესაიდუმლე გამხდარიყო: ჩემი თინეიჯერობის პერიოდის ამბებს, შეცდომებს, საიდუმლოებებს ვუყვებოდი, გამოცდილებას ვუზიარებდი... მინდოდა, მას საკუთარ შეცდომებზე კი არა, ჩემს შეცდომებზე, ჩემ მიერ მოყოლილი ამბების საფუძველზე ესწავლა... ნიაკომ ეს ინფორმაცია სწორად გამოიყენა. ასაკის მატებასთან ერთად, მეტ ინფორმაციას ვაწვდიდი. მის ცხოვრებაში ჩემ მიერ გაზიარებული გამოცდილებები გროვდებოდა. ორივე ისე შეხმატკბილებულად, კომფორტულად გავიზარდეთ, რომ ჩვენ შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ გვისაუბრია; არ არსებობს, ჩემთვის რამე დაემალა ან შეკითხვის დასმის მორიდებოდა. ეს გამოცდილება უმცროს ქალიშვილთან - მელანიასთან ურთიერთობაშიც მეხმარება. ზუსტად იმავე გზით მივდივართ: ასაკის შესაფერის თემებზეც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, დღეს მოზარდებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. შესაბამისად, შეკითხვებსაც სვამს. მაგალითად, როდესაც ბავშვი დაინტერესდა, თუ რა არის ლგბტ თემი, ავუხსენი. მელანია უკვე 9 წლის არის და იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში სხვადასხვა ინტერესი აქვთ, რაც ჩვეულებრივი ამბავია. მკვეთრი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს, როდესაც თუნდაც, ტრანსგენდერ ქალს დაინახავს - ნახე, ბიჭი კაბით დადისო! მან ყველა ადამიანს პატივი უნდა სცეს, როგორიც უნდა იყოს ის... იხილეთ ინტერვიუ სრულად