პატარავ, ჰკითხე დედიკოს როგორ პოზაში გძინავს და იმის მიხედვით ამოიკითხე ქვემოთ მოცემულ ტესტში, როგორი ხასიათი გაქვს.
პატარავ, ჰკითხე დედიკოს როგორ პოზაში გძინავს და იმის მიხედვით ამოიკითხე ქვემოთ მოცემულ ტესტში, როგორი ხასიათი გაქვს.თუ მოკუნტულს გძინავს და მოხრილი მუხლები მუცელთან ახლოს გაქვს მიტანილი - ემოციური და მგრძნობიარე ხარ. ხშირად ოცნებებში დაფრინავ და ძალიან გიზიდავს თავგადასავლები. პატარა წარუმატებლობა არასდროს გაშინებს და ყოველთვის წინ მიიწევ მიზნის მისაღწევად.
თუკი ზურგზე გძინავს და ფეხები მთელ სიგრძეზე გაქვს გაშლილი - ასეთ პოზაში მეფეებს და დედოფლებს სძინავთ. ძილის ასეთი მანერა შენს უშუალო და მშვიდ ხასიათზე მიუთითებს. ძალიან გაწონასწორებული ხარ და ძნელია შენი გაბრაზება. გიყვარს ბუნება და ცხოველები, მათზე ყოველთვის სიამოვნებით ზრუნავ, ეს კი შენი კეთილი ბუნების მაჩვენებელია.
თუ ბალიშზე პირქვე ჩამხობილს გძინავს, ცოტათი ჯიუტი ხასიათი გაქვს. ზოგჯერ უფროსებს არ უჯერებ, ცდილობ, ყველაფერი თავად გადაწყვიტო და დამოუკიდებლად იმოქმედო. ძალიან მიმნდობი ხარ. რთულ სიტუაციებში გამოსავალს ადვილად პოულობ, ამიტომ მეგობრები ხშირად რჩევისთვის მოგმართავენ. ძალიან სუფთა გული გაქვს, არ ხარ შურიანი და სხვების ბედნიერება გახარებს.
თუ გვერდზე გადაბრუნებულს გძინავს - ძალიან მხიარული ხასიათი გაქვს. გიყვარს ხალხმრავლობა და მეგობრების სული და გული ხარ. შენთან არავინ მოიწყენს, თუმცა ცოტათი გულჩათხრობილიც ხარ და გაქვს ისეთი საიდუმლოებები, რომლებსაც არავის ანდობ. ზოგჯერ ფიცხი ხარ და უცებ ბრაზდები, მაგრამ სიბრაზეს მალე ივიწყებ. ძალიან გიყვარს სიმღერა და ცეკვა.