შოვში სტიქიით დაღუპულთა შორის კიდევ ერთი პირია იდენტიფიცირებული და ის სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძეა.
სოფო მარტოხელა დედა იყო, მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა
სოფო სოფელი გლოლადანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია . ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი ლუსი.
"ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს...,,სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. 4 წლის გოგონა ლუსი ჰყავს, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა, დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით..."- აღნიშნავს ოჯახის ახლობელი სოფო ბერუჩაშვილი.
ლუსის ჰყავს ბებია და ბაბუა, ბიძა. ამჯამად კი მას ახლობლები მფარველობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და შვილს ძირითადად, სოფო უზრუნველყოფდა.
ფეისბუქჯგუფი "რაჭა" პატარა ლუსის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშებს აქვეყნებს.
GE97TB7512045061100018 -მიმღები გიორგი ბახტაძე
GE76BG0000000765107700 - მიმღები გიორგი ბერიშვილი