თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი ანდრო ანთელიძე, რომელიც ფიბა-ს ლიცენზირებული მწვრთნელია, 23 წლის გახდა.
"ჩემი ზურგია, ჩემი ხერხემალი, მთავარი ძალა. ჩემი სიმბა 23 წლისაა. უკვე ლომად ტრანსფორმირდა... საუკეთესო პარტნიორი მოგზაურობისას (აქ იცნობა ადამიანიო), პასუხისმგებლიანი და მზრუნველი, ძალიან საინტერესო და გონიერი... გილოცავ, დე, დალოცვილი იყავი მთელი შენი ცხოვრება", - წერს თიკა ფაცაცია და აქვეყნებს ფოტოებს ანდროს ოჯახური დღეობიდან. დაბადების დღე მან მშობლებთან, ძმებთან, ბებიასა და ბიძის ოჯახთან ერთად აღნიშნა.