10 ნიშანი, რომ მოზარდს უჭმელობა და "ღორმუცელობა" კი არა, კვებითი აშლილობა აწუხებს - მშობლები

10 ნიშანი, რომ მოზარდს უჭმელობა და "ღორმუცელობა" კი არა, კვებითი აშლილობა აწუხებს

2023-08-22 13:09:00+04:00

კვებითი აშლილობა ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომელიც კვების პროცესის დარღვევით ხასიათდება. კვებითი დარღვევები მოიცავს ნერვულ ანორექსიას, ბულიმიას და გადაჭარბებულ კვებას.

ხშირად კვებითი დარღვევები მოზარდობის ასაკში იწყებს გამოვლენას. ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია იმით, რომ თინეიჯერები ძალიან ღელავენ გარეგნობაზე. კვებითი აშლილობა სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა. ანორექსიით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა სხვა ფსიქიკური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება.

კვებითი დარღვევებს მრავალი მიზეზი აქვთ: ფსიქოანალიტიკოსები თვლიან, რომ ზოგჯერ კვებითი აშლილობა მოზარდსა და მშობლებს შორის კონფლიქტის გამო (ჩვეულებრივ, გოგონა დედასთან) იწყება. ბევრი სხვა ფსიქოლოგი თვლის, რომ კვებითი აშლილობის მასობრივი განვითარება მედიისა და სოციალური ქსელების გაჩენამ განაპირობა, რომელიც სხეულის იდეალურ გამოსახულებას ამკვიდრებს. ეს კი ხშირად სრულიად აცდენილია რეალობას.

  • ანორექსია კვებითი აშლილობის ტიპია, რომლის დროსაც ადამიანს სჯერა, რომ მსუქანია. იმისათვის, რომ გახდნენ, ანორექსიით დაავადებული ადამიანები წყვეტენ ჭამას და ბევრს ვარჯიშობენ. ანორექსიით დაავადებულებს პანიკურად ეშინიათ წონის მომატების.
  • ბულიმია - ისევე როგორც ანორექსიის შემთხვევაში, ბულიმიით დაავადებული ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ძალიან ბევრს იწონიან. თუმცა საკვებზე უარს კი არ ამბობენ, არამედ სხვადასხვა გზით იშორებენ უკვე შეჭმულ საკვებს. ყველაზე პოპულარულია ღებინების გამოწვევა ან საფაღარათო საშუალებების მიღება. ბულიმია მუდმივი ციკლია ჭარბი ჭამიდან „განწმენდამდე“.
  • გადაჭარბებული კვება - ჭარბი კვებისას ადამიანი, ისევე როგორც ბულიმიის დროს, ჭამს ბევრად მეტს, ვიდრე შიმშილის გრძნობა სთხოვს და არ იშორებს საკვებს. მას ახასიათებს კონტროლის სრული დაკარგვა, ამასთან დაკავშირებით ადამიანი ჭამს ბევრ საკვებს და ამის შემდეგ თავს ცუდად გრძნობს როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.

ასევე, კვებითი აშლილობის განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს: მშობლების მხრიდან ყურადღების და მზრუნველობის ნაკლებობა, ოჯახში მიღებული კვების ჩვევები, კერძოდ, წახალისება და დასჯა საკვებით.

ეს ყველაფერი მათ მყიფე ფსიქიკაში გარეგნობის, წონისა და კვების მიმართ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

კვებითი დარღვევების მკურნალობის ოქროს სტანდარტად ფსიქოთერაპია ითვლება, თუმცა, თუ ბავშვმა მთლიანად შეწყვიტა ჭამა და ბევრი წონა დაკარგა, სხვა სპეციალისტების დახმარებაც ხდება საჭირო.

ბავშვის ნორმალური ქცევისა და კვების აშლილობის გარჩევა ძალიან რთულია. გტავაზობთ 10 ნიშანს, რომლებიც მიუთითებს ბავშვში კვების დარღვევის შესაძლო არსებობაზე. თუ თქვენს შვილს ეს ნიშნები აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  1. საკუთარ თავში ეჭვი
  2. ძალიან ბევრი ვარჯიში
  3. საჭმლის გამოტოვება
  4. ქრება ჭამის შემდეგ
  5. აცვია ფართო ტანსაცმელი
  6. მალავს საკვებს
  7. კულინარიის შოუების ყურება და ბევრის მომზადება
  8. თავს არიდებს ჭამას საზოგადოებრივ ადგილებში
  9. კვების რიტუალები
  10. იზოლაცია