"7 თვის ჩვილი დახვდათ, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით..." - სასწრაფოს ექიმებმა ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს - მშობლები

"7 თვის ჩვილი დახვდათ, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით..." - სასწრაფოს ექიმებმა ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს

2023-08-22 17:45:02+04:00

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 7 თვის ბავშვის გადარჩენის შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს გვერდი ყველაფერი მედიცინაზე:

"თბილისის მერვე ფილიალის 828-ე ბრიგადას, გამოძახებისას ბინაზე დახვდა 7 თვის ჩვილი, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით, ასპირირებული... ადგილზე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად აღდგა გულის მუშაობა და სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა, პაციენტი კი გადაყვანილიქნა კლინიკა "თიმში " და დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს...

მიყვარს ასეთი ექიმები.

ბრიგადის უფროსი ექიმი - ეკა ბოკუჩავა; უმცროსი ექიმი - ანა წივწივაძე; მძღოლი - ზვიად ჯავახიშვილი".